მთავარი ფილმები 21–ე საუკუნის საუკეთესო კომედიური ფილმები

21–ე საუკუნის საუკეთესო კომედიური ფილმები

by guramus

გთავაზობთ საუკეთესო კომედიურ ფილმებს, რომლებიც ხასიათს უსწრაფესად გამოგიკეთებთ და კარგ განწყობას შეგიქმნით:

25
იმედის სხივთა კრებული / Silver Linings Playbook

ჯენიფერ ლოურენსი ისეთი მსახიობია, რომელიც საკუთარ ინსტიქტს ეყრდნობა და ამის მიხედვით წყვიტავს იმას, თუ როგორ განასახიეროს და მოირგოს პერსონაჟი და აქციოს იგი რეალისტურად. მან სწორედ ამის დახმარებით წარმოაჩინა საოსკარე დონის შესაბამისი შესრულება ისეთ ფილმებში, როგორიცაა “Winter’s Bone”  და “The Hunger Games.”

თუმცა, მან ამ უმაღლესი ჯილდოს მოპოვება დევიდ რასელის მიერ გადაღებული ორიგინალური და სენტიმენტებისგან დაცლილი რომანტიკის საშუალებით შეძლო. მართლაც იდეალურად დამონტაჟებული ურთიერთობაზე აგებული კომედია მოგვითხრობს მისი და ბრედლი კუპერის წყვილზე, რომლებიც დაკარგულნი არიან ცხოვრების დინებაში და ემოციური ტრამვის ფონზე ეძებენ კომფორტსა და პარტნიორს.

მაყურებელს ფილმი უჩენს იმის განცდას, რომ უგულშემატკივროს ამ ორი პერსონაჟის მიერ ერთმანეთის განკურნებასა და გამთლიანებას, საცეკვაო შეჯიბრების მოგებასა და საკუთარი ოჯახებისათვის ბედნიერების მოტანას. ეს ფილმი მართლაც სავსეა ისეთი დეტალებით, რომლებმაც მარტივად მიიქცია ოსკარის ჟიურის ყურადღება და შესაბამისად, არცერთ მაყურებელს არ დატოვებს გულგრილს. ბრედლი კუპერის მიერ განსახიერებული გმირი კი მართლაც ერთ–ერთი საუკეთესოა ცნობილი ვარსკვლავის კარიერაში.

 

24
შუაღამე პარიზში / Midnight in Paris

ვუდი ალენის სპეციფიური ხედვა გამართლებისა და იმედგაცრუების მონაცვლეობას წარმოადგენდა ბოლო წლების მანძილზე. თუმცა მისი უამრავი მცდელობიდან არცერთი კონტინენტალური რომანი არ გამხდარა ისეთი წარმატებული, როგორიც ეს ფილმია.

მისი სცენარი აქებს და ამასთანავე უარყოფს კიდევაც წარსულის დიდებას, რომლის წევრად ყოფნადაც ყველას თავისდაუნებურად უნდება ამ ნამუშევრის ხილვისას. ოუენ ვილსონმა იდეალურად მოირგო ალენის მიერ გაცოცხლებული ლეგენდების პარტნიორობა, რასაც ბევრი არ ელოდა. ეს მისი საუკეთესო როლიც კი იყო ყველა იმ ფილმში, რომელიც ვეს ანდერსონს არ გადაუღია.

 

23
წაკითხვისთანავე დაწვით / Burn After Reading

არასდროს არ უარყოთ ბრედ პიტის, ფრენს მაკდორმანდის, რიჩარდ ჯენკინსის, ტილდა სვინტონის, ჯონ მალკოვიჩისა და ჯორჯ კლუნის მიერ სასაცილო იმბეცილების როლის უმაღლეს დონეზე განსახიერების შესაძლებლობა.

ეს ძმები კოენების მიერ დაკვირვებით შექმნილი კომედიაა, რომელიც ემყარება ადამიანების მიერ სხვა ადამიანების არასწორად აღქმის ფაქტს. ეს ერთი შეხედვით გიგანტური ნიჰილისტურ კოსმიური გაუგებრობაა, რაც იწვევს მოულოდნელ და შოკისმომგვრელ სცენებს.

 

22
საკმარისია სიტყვები / Enough Said

სცენარისტის და რეჟისორის ნიკოლ ჰოლოფცენერის მეხუთე და წარმატებული ჭკვიანური კომედია ლოს–ანჯელესური წვეულების სცენით იხსნება. აქ ევა, რომელიც განქორწინებულია და მასაჟისტად მუშაობს, ცდილობს რომანტიულ ცხოვრებას დაუბრუნდეს და ასევე განქორწინებულ ალბერტს ხვდება, რომელთანაც სექსუალურ კავშირსაც გააბამს.

ასევე ხვდება ორაზროვან პოეტ მარიანესაც, რომელიც მისი კლიენტი და მეგობარი ხდება. ყველა მათგანს ქალიშვილები ჰყავთ, რომლებიც კოლეჯში წასასვლელად ემზადებიან. სიტუაციები განსაკუთრებით იხლართება, როდესაც ირკვევა რომ მარიანე ალბერტის ბრაზიანი ყოფილი ცოლია.

 

21
40 წლის ვაჟიშვილი / The 40 Year Old Virgin

ქვიშით სავსე ჩანთასავით ნაზი ფილმი, ჯუდ აპათოუს საუკეთესო ნამუშევრად იქცა. ტკბილი თუმცა ვულგარული ფორმულა, რომელიც ამ ფილმშია წარმოდგენილი, ბევრჯერ იქნა განმეორებული ჰოლივუდში სხვა რეჟისორების მიერ, თუმცა ასე იდეალურად მსგავსი რამ ჯერ არავის წარმოუდგენია.

სტივ ქარელის გულუბრვილო მომხიბვლელობა და პოლ რუდის იმპროვიზაციის ნიჭი, სეტ როგანისა და რომანი მალკოს თამაშთან ერთად იდეალურ ნაწარმოებს ქმნიან. ასევე კატერინ კინერის მონაწილეობა ამ ფილს უფრო მეტ მნიშვნელობას სძენს, ვიდრე ეს იმპროვიზებული ვულგარული ხუმრობების უბრალო ერთობლიობაა.

 

20
ძალიან ცუდი / Superbad

მაიკლ სერა შეიძნება საერთოდ არ იყოს ყველაზე სწრაფი თინეიჯერი, თუმცა ამ კომედიამ რომელიც თინეიჯერების თინეიჯერობას ასახავს, მართლაც სწრაფი ნაბიჯით გაუსწრო მის კონკურენტებს. სერას და ჯონა ჰილის ძმაკაცური ურთიერთობა გულწრფელი და თბილია, რაც ზუსტად ასახავს ფილმში ასახულ პერიოდში მცხოვრები თინეიჯერების ქცევას ერთმანეთის მიმართ.

 

19
მსოფლიო პოლიცია / Team America: World Police

ერაყში შეჭრის თემების აქტუალურობის პიკისას, რეჟისორებმა ტრეი პარკერმა და მეტ სტოუნმა დაწერეს დიდებისთვის გათვლილი თოჯინების ფილმის სცენარი, რომელიც იმდენად მოხდენილად ანგრევდა ყველა კლიშეს, რომელიც ჯერი ბრუკჰეიმერის მიერ გადაღებული “არმაგედონის” მსგავსმა ფილმებმა დააწესეს, რომ მართლაც დიდი აღიარება მოიპოვა.

ფილმის სცენარი მარტივია: როდესაც ამერიკის გუნდი იგებს, რომ ვერაგი ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჯონგ II მასიური განადგურების იარაღებს ამზადებს, იმატებს ბროდვეის მსახიოს საერთაშორისო პოლიციის ქვედანაყოფში, რათა მასთან ერთად გადაარჩინოს მსოფლიო.

პოლიტიკურად არაკორექტული კომედია სიცილის გამოწვევაზეა ორიენტირებული ისეთი ასპექტებით, როგორიცაა ბიგ ბენის, პირამიდებისა და ეიფელის კოშკის აფეთქება, ასევე 22 ინჩიანი თოჯინებით, რომლებიც საკმაოდ გვანან ისეთ ლიბერალ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან ჯანინ გაროფალო, ტიმ რობინსი და მაიკლ მური.

18
სასტუმრო “გრანდ ბუდაპეშტი” / The Grand Budapest Hotel

პირველივე სცენებიდანაც კი კარგად ხვდებით, რომ თქვენ ვეს ანდერსონის ფილმს უყურებთ. ეს შთამაგონებელი და ლამაზი, ასევე ფერადი და აშკარად ყალბი ვიზუალური ლოკაციაა, მიუხედავად იმისა, რომ რეჟისომა მონდომებით დაათვალიერა ფუნიკულიორები კარლოვის მიდამოებში.

ეს მართლაც სასაცილო ფილმია, რომელიც ულვაშ მოთამაშე კომედიანტებზეა აგებული, ლეგენდარული ალფ ფაინსის ხელმძღვანელობით, რომელსაც ცნობილი სასტუმროს კონსიერჟის როლი აქვს მორგებული. ეს ჩახლართული და პერიპეტიული ნარატივი რამდენიმე სხვადასხვა დროის ერთმანეთსი არევით, ერთმანეთში წარმატებით ურევს ტურბულენტურ ქრონომეტრაჟს ორ მსოფლიო ომს შორის, რითაც მართლაც გადამდებად სასაცილოა.

ეს დიდწილად ისეთი გენიალური ადამიანების დამსახურებაცაა, როგორებიც ანდერსონის ფავორიტი მსახიობები ბილ იურეი, ოუენ ვილსონი, ტილდა სვინტონი, ედვარდ ნორტონი, ადრიენ ბროდი და ჰარვი კიტელი არიან. მათ იდეალურად აქვთ გაცნობიერებული რა სჭირდება რეჟისორს და უმაღლეს დონეზე აჩვენებენ ამას.

 

17
თარგმანში დაკარგულები / Lost in Translation

განსატვირთი დროის გასატარებლად, ამ ფილმის ნახვა მართლაც მისწრებაა. ბილ მიურეი ერთიდაიგივე პერსონაჟის ოდნავ განსხვავებულ ვარიანტებს უკვე მთელი დეკადაა, რაც ასრულებს, თუმცა სოფია კოპოლას წარმატებულ ფილმში იგი არამარტო იმეორებს იმ დონეს, რითაც “Groundhog Day” და “Rushmore” გახდა ცნობილი, არამედ უფრო მაღალ დონესაც აღწევს.

სკარლეტ იოჰანსონის თამაშიც არანაკლებ სახასიათო და შემძვრელია, რომელიც მიურეის პერსონაჟთან მეგობრულ ურთიერთობას აბავს, რომლის უფრო ღრმად განვრცობაც გამუდმებით კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ფილმის ბოლომდე, რომლისკენ მიმავალ გზაზეც ისინი ცდილობენ უბრალოდ მომენტით ისიამოვნონ.

 

16
როკის სკოლა / School of Rock

არავის არ გამოუყენებია ჯეკ ბლექის მანიაკალური ენერგია ისე კარგად, როგორც ეს რიჩარდ ლინკლეიტერმა შეძლო. მისი და მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვებული მსახიობის პირველი კოლაბორაცია მართლაც წარმატებულ პროექტად იქცა.

ტკბილი, მხიარული და თვალისმომჭრელი ფილმი გახდა ინსპირაცია იმისა, რომ ქვეყანაში მართლაც რეალურად გახსნილიყო როკის სკოლები, სადაც ბავშვებს მუსიკის ძალის შესახებ ასწავლიდნენ. ეს მართლაც მნიშვნელოვანი იყო, რადგან ისეთი გაკვეთილები, რომელიც სოციალურ ურთიერთობებს ასწავლის ბავშვებს, ჩვეულებრივ სასწავლო პროგრამაში არ მოიძებნება.

 

15
გზის განაპირა / Sideways

ბევრი რამ უხდება ამ ფილმს – გემრიელი ყველი, ყურძენი, ეგზისტენციალური ფიქრები, თუმცა არა ისეთი ცნობილი ღვინო, როგორიც მერლოა. ფილმს თავში ისეთი გენიალური ადამიანი უდგას, როგორიც ალექსანდრე პაინია, რომლის ნამუშევარიც ამ ფილმში სრულიად გამორჩათ ოსკარის ნომინაციების შერჩევისას და ეს ერთ–ერთ ყველაზე დიდ შეცდომად მიიჩნევა.

მისი ღვინით დამთვრალი კომედია მართლაც გავს კარგი ღვინოთი სავსე ჭიქას, იწვევს რეტროსპექტრულ აზრებსა და უნებურ სიცილს ერთნაირად. პოულ ჯიამატის პერსონაჟი შუა ასაკის კრიზისის იდეალური გასხივოსნებაა, რომელსაც გვერდს ტომას ჩარჩი იდეალურად უბავს მხარს. მელანქოლიაში ჩაბიჯების მიუხედავად, მათი საბოლოო მოგზაურობა ღვინის სამყაროში მართლაც შესანიშნავ ატმოსფეროს ქმნის.

 

14
კარგი ბიჭები / The Nice Guys

პირადი მცველი და კერძო გამომძიებელი ერთმანეთთან თანამშრომლობას გადაწყვეტენ დაკარგული გოგოს საპოვნელად. ეს საქმე მართლაც საუკუნის კრიმინალურ გამოძიებად იქცევა. ორივე მათგანს საკუთარი მეთოდები აქვთ გამოძიების და ორივე მათგან სწორედ მათ გამო ხვდება ხშირად პრობლემურ სიტუაციაში. გენიალური სამსახიობო გუნდი, სამოცდაათიანი წლების ხასიათი და გემოვნებიანი საუნდტრეკები ამ ფილმს მართლაც აუცილებლად სანახავს ხდის.

 

13
სამმაგი აგენტი / Spy

უხერხული და მოუხერხებელი სუზანი ყველაზე ნაკლებად გავს CIA-ის აგენტს. თუმცა, როდესაც სამყარო საფრთხის წინაშე დგას, არავის შეუძლია მასზე უკეთ ყველას გადარჩენა. მელისა მაკარტი, ჯეისონ სტეტჰემი და ჯუდ ლოუ განსაკუთრებით სასაცილოები არიან ამ სასაცილო ჯაშუშურ კომედიაში.

 

12
დაცვა / The Guard

ქალები, სასმელი და გემრიელი სიცილი მარტივი სიამოვნების წყაროებია ამ ირლანდიელი პოლიციელისათვის. სერჟანტი გერი ბოილის კომფორტული რუტინა პატარა ქალაქში სრულიად ირევა, როდესაც FBI-ის აგენტი მას საკუთარ გამოძიებაში ითრევს, რათა ნარკოტიკების გამსაღებლების ბანდა გამოიჭირონ. ძალიან ფერადი კომედია მართლაც უამრავი იდეალური ხუმრობითაა სავსე.

 

11
პოლიციელები იუბკებში / The Heat

FBI-ის აგენტსა და ბოსტონის პოლიციის ოფიცერს სერიოზულ მისიას აკისრებენ. მათ ევალებათ ცნობილი ნარკოტიკების გამყიდველის პოვნა და მისი ნეიტრალიზება. ეს ქალები მართლაც იდეალურად თამაშობენ ამ კომედიაში და ახდენენ საკუთარი უდიდესი ტალანტის დემონსტრირებას. მათი თავგადასავლების ყურებისას ნამდვილად არ მოიწყენთ.

 

10
გოგონა კომპლექსების გარეშე / Trainwreck

ემის სერიოზული სასიყვარულო ურთიერთობა არასდროს ჰქონია. მამაკაცების დიდი ჟურნალის ჟურნალისტად მუშაობისას, მას დაავალებენ აარონის შესახებ სტატიის დაწერას, რის დროსაც სპორტული ექიმი ემის ცხოვრებას მთლიანად თავდაყირა დააყენებს. ამ ფილმში მართლაც არ არსებობს კარგი ხუმრობების ლიმიტი.

 

9
გაიქეცი მსუქანა, გაიქეცი / Run, Fatboy, Run

დენის დოილი ათლეტურის გარდა ყველანაირი ადამიანის სახელს ატარებს, თუმცა მან აუცილებლად უნდა გაირბინოს ლონდონის მარათონი. ეს მან აუცილებლად იმის გამო უნდა გააკეთოს, რომ მისი საყვარელი ქალის, ლიბის გული მოიგოს, რომელიც მან ქორწილის დღეს მიატოვა, თანაც ორსული. ეს მართლაც დრამატული ისტორია იქნებოდა, ძალიან სასაცილო და მხიარულ სტილში რომ არ იყოს გადაღებული.

 

8
ვითომ მაგარი პოლიციელები / Hot Fuzz

ნიკოლასი პოლიციელია, რომელიც ლონდონიდან ძველ მტვრიან ქალაქში გადაიყვანეს სამუშაოდ და ამის გამო იგი ცდილობს განსხვავებულ ცხოვრების წესსა და მის ახალ მხიარულ მეწყვილეს მოერგოს. მკვლელობების სერია მას აფიქრებინებს, რომ ეს ადგილი არც ისეთი უსაფრთხოა, როგორიც ჩანს. ბრიტანული იუმორი და საიმონ პეგისა და ნიკ ფროსტის დუეტი ამ ფილმს მართლაც აუცილებლად სანახავს ხდის.

 

7
ორი ღამის ამბავი / Two Night Stand

საშინელი თოვლის შტორმი აიძულებს მეგანს დარჩეს ალეკის აპარტამენტში. შესაბამისად, ორი ადამიანი ცუდი ამინდის გამო იძულებულია ერთღამიანი ურთიერთობის შემდეგ კიდევ უფრო მეტი დრო გაატაროს ერთად და ამიტომ მათ ერთმანეთის უკეთ გაცნობა უწევთ. ეს არის პატარა სასიყვარულო ისტორია სასაცილო და ჭკვიანური დიალოგებით.

 

6
სიყვარული წესების გარეშე / Something’s Gotta Give

ჰარის გულის შეტევა დაემართება მისი ახალგაზრდა საყვარელის დედის სახლში. სიტუაცია ძალიან უხერხული ხდება, როდესაც ჰარი ქალბატონ ერიკასთანაც იწყებს ფლირტს და სწორედ აქედან იწყება ნამდვილი ემოციების შოუ. ამ სასიყვარულო სამკუთხედში არანაირი სიყვარულის წესები არ არსებობს და ეს ამ ფილმს აქცევს მართლაც აუცილებლად სანახავ კომედიას, იდეალური სამსახიობო გუნდით.

 

5
უხერხული მომენტი / Un moment d’égarement

ორი მეგობარი მათ ქალიშვილებთან ერთად გადაწყვეტს სანაპიროზე დასასვენებლად გამგზავრებას, თუმცა ამით ძალიან უხერხულ სიტუაციაში ჩაიგდებენ თავს. მომხიბვლელი 18 წლის გოგონა 42 წლის მამაკაცით იხიბლება. სიტუაციაზე კონტროლი მაშინ იკარგება, როდესაც აღმოჩნდება რომ ამ გოგონას სიყვარულის ობიექტი მისი მამის საუკეთესო მეგობარია. აურიეთ ერთმანეთს მზე, ვნება, სიყვარული, ზღვა და ფრანგული იუმორი, რითაც მართლაც გენიალურ კოქტეილს მიიღებთ დასატკბობად.

 

4
გამარჯობა, ჩემი სახელია დორისი / Hello, My Name Is Doris

დორისი ოფისის 60 წლის თანამშრომელია, რომელმაც ახლახანს დედა დაკარგა. იგი ესწრება სამოტივაციო სემინარებს და კითხულობს რომანტიულ ნოველებს სამსახურისკენ მიმავალ გზაზე. მას მოულოდნელად უყვარდება მისი თანამშრომელი ჯონი, რომელიც მასზე ნახევარი ასაკით უფრო ახალგაზრდაა. ეს ფილმი მთლიანად პოზიტიური ნამუშევარია, რომელიც ამტკიცებს რომ არაფერია შეუძლებელი მსოფლიოში.

 

3
მოიქეცი კაცურად / Man Up

ნენსი 34 წლის მარტოხელა ქალია, რომელიც მთლიანად გამოიფიტა ბედნიერების ძიების დამღლელი პროცესისგან. თუმცა, ბედს მისთვის ძალიან საინტერესო რამ აქვს მომზადებული. იგი შემთხვევით უცნობის ადგილს დაიკავებს ბრმა პაემანზე, რაც მას მისთვის ყველაზე იდეალურ შეყვარებულს აღმოაჩენინებს.

 

2
სანამ დავცილდებით / Before We Go

ორი უცნობი ადამიანი მანჰეტენზეა გაჭედილი. მხოლოდ ერთი ღამით ისინი მთლიანად ვარდებიან საკუთარი ჩვეული ცხოვრების რეალობიდან და სამყაროს სრულიად სხვა თვალით უყურებენ. ეს არის ძალიან საყვარელი ისტორია, რომელიც ძალიან დიდი ხნით დატოვებს თქვენზე სასიამოვნო შთაბეჭდილებას.

 

1
პაემანი ბრმად / Blind Date

ბიჭი გამომგონებელია, რომელიც მთელს გულსა და სულს თავსატეხების გამოგონებაში ატანს და არაფერი არ ურჩევნია სიჩუმეს. გოგონა საოცარი პიანისტია, რომელიც მისი კარიერისთვის მნიშვნელოვანი კონცერტისათვის ემზადება. როგორ მოახერხებენ ისინი ერთმანეთის ცხოვრების სტილთან შეგუებას? ეს მსუბუქი ფრანგული კომედია ადამიანებისთვის გაგების მნიშვნელობასა და მათი ისეთებად მიღების შესახებ მოგვითხრობს, როგორებიც ისინი არიან.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: