მთავარი სილამაზე რას ნიშნავს აღნიშვნები BB, CC, DD და PP კრემებზე

რას ნიშნავს აღნიშვნები BB, CC, DD და PP კრემებზე

by guramus

BB კრემები ბაზარზე რამდენიმე წლის წინ გამოჩნდეს, მაგრამ თავი ბევრ ქალს შეაყვარეს. ისინი გერმანელმა დერმატოლოგებმა გამოიგონეს კანის ღრმა პილინგებისგან და კოსმეტოლოგიური პროცედურებისგან აღსადგენად. კორეელებმა კი იდეა დახვეწეს და კრემი ფართო აუდიტორიას წარუდგინეს.

ასეთ კრემების მიზანია როგორც შეფერილობის მიცემა, ისე დატენიანება. პროგრესი ერთ ადგილას არ გაყინულა და უკვე შეიქმნა CC, DD, PP და ЕЕ კრემები. წარმოგიდგენთ მათ შორის განსხვავებას.

BB კრემი სახისთვის

BB-კრემი
სახელი ითარგმნება როგორც “სილამაზის ბალზამი”. ის ნებისმიერ სეზონს შეეფერება და კარგი დასაფარი საშუალებაა. დამატენიანებელ კრემზე უარესად კანს არ ატენიანებს, ამიტომაც შეგრძნებები დამატენიანებლის წასმის მსგავსი უფროა, ვიდრე ტონალურის.

ის არეგულირებს სახის ფერის ტონალობას და ზედმეტ პიგმენტაციას ასწორებს. მშვენიერი საშუალებაა მაკიაჟის ქვეშ წასასმელად. ნიღბავს დეფექტებს და იცავს მზის სხივებისგან. ხსნის გაღიზიანებას, მაგრამ მოსავლელ საშუალებას ვერ ანაცვლებს. BB კრემი ყველა ტიპის კანს უხდება.

СС-კრემი
BB კრემის წარმატების შემდეგ შეიქმნა CC კრემი, იგივე ფერის კონტროლი. მათ მიზანი უფრო კონკრეტულია – ფერის კორექცია. შექიმნა კანზე სიწითლეებისა და სიყვითლეების წინააღმდეგ. ეს კრემი უფრო მარტივი გამოსაყენებელია.ისინი უფრო ნათელს ხდიან სახეს და თანაბრ ტექსტურას ქმნიან. მათში ულტრაიისფერი სხივების ფილრები და ანტიოქსიდანტებია, მაგრამ ცხიმიან და პრობლემურ კანს არ წაადგებიან.

DD-კრემი
ის უზრუნველყოფს თანაბარ ტონს, მოვლას და დაცვას. იშიფრება როგორც “ყოველდღიური თავდაცვა”.

ის მაღალ დონეზე განაპირობებს მზისგან დაცვას და თავისუფალ რადიკალებს შეიცავს. მეგაპოლისებში მცხოვრები ადამიანებისთვის მისწრებაა. ყველაზე მეტად დაბერება დაწყებულ კანს უხდება.

PP-კრემი
“ვარდისფერი სრულყოფილება” მაკიაჟის ქვეშ წასასმელი ბაზაა. კრემის შემადგენლობაში სილიკონის ნაწილაკები კანის უსიამოვნებებს ებრძვიან, აუმჯობესებენ რელიეფს, ალაგებენ ნაოჭებს, შრამებს, ამცირებენ ფორებს. კანი თანაბარი და გლუვი ხდება.ვარდისფერი ფერის სიმკვეთრის არ შეგეშინდეთ, კანზე ის გამჭვირვალე და შეუმჩნეველი ხდება. არ დაგავიწყდეთ წინასწარ კანის დატენიანება. მისი წასმის შემდეგ ტონალური მსუბუქად ისმევა.PP-კრემი ნებისმიერი ტიპის კანს უხდება, მაგრამ როგორც დამოუკიდებელი პროდუქტი არ გამოიყენება.

EE-კრემი
ისინი კანის დაზიანებული უჯრედების განახლებას ახდენენ, იცავენ მზის ზემოქმედებისგან, ატენიენებენ და მსუბუქ ელფერს სძენენ. ზოგიერთს აკნესთან ბრძოლის ფუნქციაც აქვს. ის არ გამოდგება ხშირი გამოყენებისთვის და არაა რეკომენდირებული თხელი და მგრძნობიარე კანისთვის.საშუალება შექმნილია მათთვის, ვისაც შავი წერტილები და არაჯანსაღი კანის ფერი აქვს. ზოგიერთი მათგანი პიგმენტურ ლაქებსაც ფარავს.

რთულია შეცდომით აარჩიოთ ფერი, რადგანაც კანის ფერს ერგებიან. ჩამოიბანეთ ჰიდროფილური ზეთით ან ზეთის შემცველი საშუალებებით.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: