მთავარი ინსპირაცია ქალაქს 5 თვეა მზე არ უნახავს. ნორვეგიელებმა გადაწყვიტეს მზის სინათლე სარკეებით აერეკლათ

ქალაქს 5 თვეა მზე არ უნახავს. ნორვეგიელებმა გადაწყვიტეს მზის სინათლე სარკეებით აერეკლათ

by guramus

მზის სხივი აუცილებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, განწყობისთვის და მენტალურად კარგად ყოფნისთვის. პლანეტის ბევრ მაცხოვრებლების ჰავის და ამინდების გამო ვიტამინი D-ს ნაკლებობა აქვს. მუდამ მოღრუბლულ და ნაცრისფერ დღეებში ცხოვრება მელანქოლიასაც იწვევს. ჩრდილოეთით არსებობს ქალაქები, სადაც მზის სხივი თვეობით არ აღწევს. მაცხოვრებლები მოუთმენლად ელიან ნათელ დღეებს.

Rjukan არის ქალაქი, რომელიც ნორვეგიაში, ოსლოს ჩრდილო-დასავლეთით, 3 საათის გზაზე მდებარეობს და მსოფლიოს ყველაზე ბნელ ქალაქადაა აღიარებული.

აქ 3 386 მაცხოვრებელი ცხოვრობს და 104 მეტრიანი სიმაღლის ჩანჩქერით გამოირჩევა, რომელიც ელექტროობაზე ხელმისაწვდომობას განაპირობებს.

ქალაქს პირდაპირი მზის სხივი სექტემბრიდან მარტამდე არ უნახავს, რადგანაც მთებშია მოქცეული, რომლებიც მზეს ეფარებიან.

ქალაქმა დიდძალი თანხა გამოყო, რათა მთაზე სარკეები დაემონტაჟებინათ.

მზის ენერგიის სარკეები 450 მეტრ სიმაღლეზეა განთავსებული და მზის მოძრაობას ასახავს

შედეგად, მზის სინაღლე ცენტრის მიმართულებით ბრწყინავს

“დროდადრო ეჩვევი და მზის სინათლის გარეშე ცხოვრებაზე აღარ გეფიქრება. მაგრამ ეს პროექტი გვათბობს. არა ფიზიკურად, არამედ მენტალურად!”-აცხადებს ადგილობრივი.

იდეამ კრიკიკაც დაიმსახურა, პატარა მზის სხივის მიღებისთვის ბევრი ფულის დახარჯვის გამო.

მაგრამ, ისინი მიხვდნენ, რომ ამ პროექტმა ქალაქს არამხოლოდ მეტი სინაღლე აჩუქა, არამედ ადგილი რუკაზე მონიშნა და ბევრი ტურისტი მიიზიდა.

1913 წელს, მზის სარკის იდეა პირველად ქალაქის დამაარსებელმა, სემ ეიდმა გამოთქვა. მან მზის მნიშვნელობა გაიაზრა და გადაწყვიტა მზის სარკე შეექმნა, მაგრამ სამწუხაროდ, წარმატებას ვერ მიაღწია. იდეის გამოთქმიდან 100 წელიწადში სარკეები ოფიციალურად დამონტაჟდა.