მთავარი რჩევები წონის დაკლება ასეთი მარტივი არასოდეს ყოფილა

წონის დაკლება ასეთი მარტივი არასოდეს ყოფილა

by guramus

21-ე საუკუნე ჭარბწონიანების ხანაა. მსოფლიო მოსახლეობის უდიდეს ნაწილს წონის პრობლემა აქვს. ყველას უნდა გამხდარი, მოდური იყოს. უამრავი ადამიანი ეძებს მისთვის მორგებულ დიეტას. ამავე დროს, სურს რაც შეიძლება სწრაფად და მარტივად დაიკლოს ბევრი კილოგრამი. გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც წონის დაკლებაში დაგეხმარებათ და რთული გზის გავლას გაგიადვილებთ.

  1. დიეტა არ უნდა იყოს იძულებითი
    შეარჩიეთ ისეთი დიეტა, რომელიც გესიამოვნებათ და იძულებით არ დაიცავთ.
  2. აირჩიეთ ისეთი დიეტა, რომელიც ზუსტად გრამებში არ განსაზღვრავს დღის რაციონს
    უნდა გქონდეთ თვითშემოქმედების საშუალება.
  3. დაისახეთ რეალური მიზნები
    ერთ დღეში რომ 10კგ-ს ვერ დაიკლებთ და არარეალურია, ხვდებით ალბათ.
  4. ირწმუნეთ საკუთარი ძალების
    თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ, თუ მოინდომებთ.
  5. არ დაგავიწყდეთ ყველაფრის დეტალურად აღწერა
    ჩაინიშნეთ თითოეული დეტალი. დიეტას რომ დაამთავრებთ, გადახედეთ და გაიაზრეთ სად დაუშვით შეცდომა.
  6. … და ბოლოს, ივარჯიშეთ ბევრი, დაიტვირთეთ ფიზიკურად
    დაწვით კალორიები, ირბინეთ, იარეთ ფეხით და დიეტის შედეგი ერთი-ორად გაიზრდება.