მთავარი ჯანმრთელობა რომელია უკეთესი კბილისთვის – შტიფტი თუ იმპლანტი?

რომელია უკეთესი კბილისთვის – შტიფტი თუ იმპლანტი?

by Keti

კბილის იმპლანტაცია შედარებით ახალი მეთოდია, რომელიც გულისხმობს ღრძილში ხელოვნური ფესვის ჩადგმას იმპლანტის სახით. არსებობს იმპლანტაციის 2 სახეობა: ერთეტაპიანი და ორეტაპიანი. პირველი მოიცავს სტომატოლოგთან 2- 4 ვიზიტს, რაც 1-2 კვირა გრძელდება. მას ატარებენ კბილის წარმატებით ამოღების შემდეგ.

ორეტაპიანი იმპლანტაცია თავის მხრივ სხვადასხვა საფეხურს მოიცავს;

1. დაგეგმვა, პანორამული სურათები და ანალიზების ჩაბარება.

ამ დროს კეთდება ყბის კომპიუტერული ტომოგრაფია შესაძლო პათოლოგიების აღმოსაჩენად.

2. ქირურგიული ჩარევა

ამ ეტაპზე კეთდება ღრძილის მომზადება- ფორმორდება ახალი ხელოვნური ფესვის ადგილი, სადაც ხდება იმპლანტის ჩადგმა და ღრძილის გაკერვა.

3. იმპლანტის შეხორცების პროცესი

ქვედა ყბის შემთხვევაში ეს პროცესი გრძელდება 2-3 თვე, ზედა ყბის დროს კი საჭიროა 6 თვემდე პერიოდი.

4. ღრძილის ”მაფორმირებელის” დაყენება

ღრძილს თავიდან ჭრიან და დგამენ ამ ”მაფორმირებელს” ხელოვნური კბილის ფუძის შესაქმნელად. ფორმირების პროცესი 1-2 კვირა გრძელდება. ამი შემდეგ ხსნიან ”მაფორმირებელს” და დგამენ აბატმენტს. ეს არის იმპლანტისა და პროტეზის დამაკავშირებელი რგოლი.

5. ბოლო – პროტეზირების ეტაპი

ამ დროს ხდება პროტეზის გვირგვინის დადგმა იმპლანტზე.

ერთეტაპიანი იმპლანტაცია მალე იძლევა სასურველ კოსმეტიკურ ეფექტს, მაგრამ უფრო ხშირად მიმართავენ ორეტაპიან პროცედურას, რადგან მას ნაკლები უკუჩვენებები  და იმპლანტის შეხორცების უფრო მაღალი პროცენტი აქვს.

გავრცელებული შეკითხვები კბილის იმპლანტაციის შესახებ

1. კბილის შეცვლის დროს რა გამოვიყენოთ – შტიფტი თუ იმპლანტი?

შტიფტი არის წვრილი მინა-ბოჭკოვანი ან ფოლადის ღერძი, რომელიც დგება კბილის არხში მისი გვირგვინის გასამაგრებლად. რაც შეეხება იმპლანტს, ეს ტიტანის ან ცირკონის ხელოვნური ფესვია, რომელიც უხორცდება ყბის ძვალს და წარმოადგენს პროტეზის ფუძეს.

ანუ შტიფტი დამხმარეა, იმპლანტი კი თავად კონსტრუქციაა.

2. შესაძლოა თუ არა იმპლანტის ჩადგმა, თუ არის გვირგვინის დაყენების საშუალება?

ცხადია, გვირგვინის დაყენება ანუ პროტეზირება, უფრო საიმედო და ხარისხიანია.

3. ბევრი უკუჩვენება აქვს იმპლანტაციას?

სრული უკუჩვენებაა ავთვისებიანი წარმონაქმნები, დიაბეტი, ტუბერკულოზი, შიდსი, ნერვული დაავადებები, სახსრების პათოლოგიები, მწეველობა…

4. რა არის ძვლოვანი ქსოვილის ატროფია?

ძვლოვანი ქსოვილის ატროფია მისი მოცულობის შემცირებაა, რომელიც კბილის ამოღების შემდეგ ჩნდება.

5. ოპერაციის მომზადებამდე უარი უნდა ვთქვათ თუ არა თამბაქოზე?

მოწევა აბსულუტური უკუჩვენება არ არის, მაგრამ გართულების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია მასზე უარის თქმა, რადგან ნიკოტინი ამცირებს დამცველობით ფუნქციებს.

6. იმპლანტაცია ნარკოზით მიმდინარეობს?

არა. კბილის იმპლანტაცია ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით, იყინება იმპლანტის ჩადგმის ადგილი.

7. იმპლანტის დაყენების შემდეგ უკბილოდ უნდა ვიყოთ?

ესთეტიკის საკითხი წყდება მოსახსნელი პროტეზებით, რადგან შეხორცებისას საჭიროა დატვირთვის მოხსნა.

8. როგორ გავიგოთ, შეხორცდა თუ არა იმპლანტი?

მორყევა იმ დროს ხდება, თუ ცუდად მოხდა დაყენება და პირის ღრუში არ იყო შესაბამისი ჰიგიენა. ამის სიმპტომებია: მწვავე ტკივილი, ჩირქის, სისხლდენის წარმოქმნა, შესიება… მორყევა ხდება რამდენიმეწლიანი გამოყენების შემდეგაც.

9. როგორი პროტეზი უნდა დავაყენოთ იმპლანტზე?

ნებისმიერი. მოსახსნელი, ხიდები ან ერთეული გვირგვინი.

10. რა ვადები აქვს იმპლანტს?

არანაკლებ 10 წელი, თუ სწორად არის დადგმული. საშუალოდ კი 20 წელი და მეტი. პროტეზებს კი შეუძლიათ 10-15 წელი გვემსახურონ.

11. რა გარანტია აქვს იმპლანტაციას?

არსებობს იმპლანტის გარანტია, პროტეზის და დაყენების პროცესზე. პრობლემების დროს გამოიკვლიეთ, რის გამო მოხდა ეს.

იმპლანტზე ინფორმაციის ცოდნა საშუალებას მოგცემთ გადაწყვიტოთ მისი დაყენების საკითხი. ის ძვირია, თუმცა ჯანმრთელობა უფრო ძვირფასია.

მოუარეთ კბილებს და იყავით ჯანმრთელები! გაუზიარეთ სტატია მეგობრებს!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: