მთავარი სილამაზე ჩვენ გამოვკითხეთ ულამაზესი პუტკუნა მსახიობი. ირინა პეგოვამ თავისი დიეტა გაგვიზიარა.

ჩვენ გამოვკითხეთ ულამაზესი პუტკუნა მსახიობი. ირინა პეგოვამ თავისი დიეტა გაგვიზიარა.

by Keti

მსახიობი ირინა პეგოვა არამოდელური ფორმებით გამოირჩევა, თუმცა ხშირად ასრულებს ლამაზი ქალების როლს. ის პროფესიონალია და ამის გამო მას ზედმეტ წონას ,,პატიობდნენ”. მაგრამ მან უეცრად წონაში დაიკლო.

,,ბავშვობაში მოქნილი და გამხდარი ვიყავი, ვვარჯიშობდი ტანვარჯიშზე, ოლიმპიურ ჩემპიონობაზეც ვფიქრობდი, მაგრამ ნებისყოფა არ მეყო. შემდეგ ზამთარ-ზაფხულ სირბილი დავიწყე, აერობიკაზეც ვვარჯიშობდი” – ყვება ირინა.

მსახიობმა რამდენჯერმე დაიცვა დიეტა, მაგრამ წონა მაინც უბრუნდებოდა. საბოლოოდ კვების სისტემა შეიმუშავა, რამაც შედეგები გამოიღო.

,,ყველაფერი ვსინჯე და ბოლოს მოხერხებული კვების პრინციპები გამოვიგონე: მისაღები საკვების მოცულობა მუშტის ტოლი უნდა იყოს. საჭმელს ყოველთვის ძალიან დიდ თეფშზე ვდებ, ეს განმაწყობს მცირე საკვების მიღებისკენ.”

,,მეორე წესია, ნელა ჭამა. თუ არ ჩქარობთ, დაიჭერთ დანაყრების მომენტს. იდეალურ შემთხვევაში სადილმა 1 საათი უნდა დაიკავოს.”

,,მესამე წესია – წყალი. ის შიმშილის ცრუ გრძნობას ახშობს. მოგშივდათ? დალიეთ 1 ჭიქა წყალი და 10 წუთი დაიცადეთ. მადა ჩაცხრება. გახდომის მსურველებმა უარი უნდა თქვან შავ ჩაიზე და ყავაზე, რადგან ისინი ტკბილს გვანდომებს და აუწყლოებს ორგანიზმს. მე ვსვამ მხოლოდ წყალს (დღეში 4 ლ-მდე, საუზმემდე კი 1 ლ-ს).”

,,დღის პირველ ნახევარში ხილს მივირთმევ, რადგან საღამოს ხილში შემცველი შაქარი გვერდებში ილექება, ამიტომ საღამოს სჯობს, ხორცი მიირთვათ, ვიდრე ვაშლი. სადილზე სალათს ვჭამ, ვახშამზე კი იდეალურია ხორცი ან თევზი.”

როცა მან წონაში დაიკლო, დარწმუნდა, რომ ყველა მცდელობა ცრუ არ ყოფილა და მისმა კვების სისტემამ იმუშავა.

,,მე ხორცზე მეტად, უპირატესობას გრილზე მომზადებულ თევზს ვანიჭებ. ზოგჯერ შემწვარი კარტოფილი მენატრება, თუმცა თავს ადვილად ვერევი.”

დისცილინის გარეშე არაფერი გამოდის, ამიტომ მსხიობი თავის გოგონასაც ასწავლის სწორ კვებას. ასე გამოიყურება მისი მენიუ:

მსახიობის დღიური რაციონი

1. საუზმე

ნებისმიერი ყველი, 2 ნაჭერი უსაფუარო მსხილად დაღერღილი ხორბლის პური ან ხაჭოს ნაწარმი.

2. მეორე საუზმე

ხილი, ჩირი, თხილეული.

3. სადილი

ახალი ბოსტნეულის სალათა, გარნირად კრევეტები ან საქონლის ხორცი, 2 ნაჭერი პური.

4. ვახშამი

უცხიმო ხორცი ან თევზი, გრილზე მომზადებული ბოსტნეული.

მოგეწონათ მსახიობის განრიგი? მოგვწერეთ კომენტარებში. სტატია კი გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: