მთავარი სილამაზე ორ კოვზ ‘პერეკისს’ 1 კოვზ სოდას ვურევ და 15 წუთით ვისვამ სახეზე.

ორ კოვზ ‘პერეკისს’ 1 კოვზ სოდას ვურევ და 15 წუთით ვისვამ სახეზე.

by Keti

კანის სილამაზისთვის საკმარისი არ არის დაბანა და სკრაბირება. ზოგჯერ საჭიროა მისი ღრმა წმენდა. ამისთვის არსებობს სახის პილინგი და დღეს მოგიყვებით სახლის პირობებში პილინგის მოსამზადებელ რეცეპტებზე.

არსებობს პილინგის ბევრი რეცეპტი, დღეს წარმოგიდგენთ საშუალებებს ჩვეულებრივი ზეჟანგის გამოყენებით. ეს ნივთიერება სწრაფად შედის რეაქციაში კანის ცხიმთან და ასუფთავებს ფორებს ღრმად და ეფექტურად.

ზეჟანგის კანთან ურთიერთქმედებით ჟანგბადი გამოიყოფა, რომელიც კანზე დადებითად მოქმედებს, ანადგურებს ბაქტერიებს და კვებავს უჯრედებს, გამოაქვს მავნე ნივთიერებები. თუ ზეჟანგს დავამატებთ კანის ამაშრევებელ ინგრედიენტს, მივიღებთ შავი წერტილების, გამონაყარის და ნაოჭების საწინააღმდეგო საშუალებას.

ზეჟანგს არ აქვს არანაირი უკუჩვენება გარდა დერმატიტისა და პირადი აუტანლობისა. მთავარია, პროცედურის შემდეგ არ გახვიდეთ მზეზე 2 დღით.

გაითვალისწინეთ ისიც, რომ კანს უხდება მხოლოდ 3%იანი წყალბადის ზეჟანგი. უფრო მაღალი კონცენტრაციის პრეპარატი კანს აზიანებს. თუმცა, არ გამოიყენოთ ხშირად, რათა კანი არ გამოშრეს.

პილინგის რეცეპტები

ცხიმოვანი კანისვის აიღეთ 2 ჩ.კ. ზეჟანგი და შეურიეთ 1 ჩ.კ. სოდას. აურიეთ და წაისვით სახეზე 15 წუთით. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

პრობლემური კანისთვის კარგია ზეჟანგისა და საპნის ქაფის პილინგი. გლიცერინის ან ბავშვის საპონი ათქვიფეთ სქელი ქაფის წარმოქმნამდე, დაამატეთ 2 წვეთი ზეჟანგი და წაისვით კანზე 20 წუთით, შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ და წაისვით დამატენიანებელი მალამო.

კიდევ ერთი შესანიშნავი რეცეპტია პილინგი ზეჟანგისა და ღრუბელა ბადიაგას ნარევით. ის კანს აცილებს მკვდარ უჯრედებს, ასწორებს რელიეფს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, უხდება ყველა ტიპის კანს. 1 ს.კ. ბადიაგას ფხვნილი შეურიეთ ცოტა ზეჟანგს, აურიეთ. წაისვით 20 წუთი, ჩამოიბანეთ ცივი წყლით.

ზეჟანგის რეცეპტები უხდება კანს ღრმა წმენდისთვის. პირველივე გამოყენებისას შენიშნავთ, რომ კანი ხდება ჯანმრთელი და პრიალა. მთავარია პროპორციების დაცვა. ასევე არ წაისვათ თვალის გარშემო.

მოგეწონათ რეცეპტები? გაუზიარეთ სტატია მეგობრებს!