მთავარი ჯანმრთელობა ცნობილი უკრაინელი მწვრთნელის ანიტა ლუცენკოს კვების წესები

ცნობილი უკრაინელი მწვრთნელის ანიტა ლუცენკოს კვების წესები

by Keti

მილიონობით სხვადასხვა დიეტა არსებობს, მაგრამ ყველაზე მოქმედია პროფესიონალი დიეტოლოგების ან ფიტნეს მწვრთნელების მოგონილი. დღეს გთავაზობთ ცნობილი უკრაინელი მწვრთნელის ანიტა ლუცენკოს კვების სისტემას.

მწვრთნელი დარწმუნებულია, რომ ნებისმიერი დიეტის დაწყებამდე საჭიროა შემდეგი:

  1. გადაიღეთ ფოტოები დიეტამდე, შედეგების უკეთ დასანახად.
  2. მიაჩვიეთ ორგანიზმი ყოველ დილით არაგვიანეთ 06:30 საათისა გაიღვიძოს, რათა მეტი საქმის გაკეთება მოასწროთ.
  3. იპოვეთ დრო სუნთქვითი ვარჯიშებისთვის, მოდუნებისთვის.
  4. შეასრულეთ ყოველ დილით თუნდაც 1 ვარჯიში.

გარდა ამისა, დიეტას აკრძალვებიც აქვს. სრულად უნდა თქვათ უარი:

  • თეთრ შაქარზე და შაქრის შემცვლელებზე
  • ტკბილ სასმელებსა და ტკბილეულზე
  • რძესა და ყავაზე
  • თეთრ პურზე
  • ცივ წყალზე

დაშვებული პროდუქტები

აუცილებლად მიიღეთ საკვები სულ მცირე 3ჯერ – საუზმე-სადილი-ვახშამი. დასაშვებია ხემსიც. მიიღეთ შემდეგი პროდუქტები:

  1. თევზი, ხორცი, კვერცხი, ქათამი, ღვიძლი, ტოფუ, ხაჭო, ლობიო, იოგურტი, კეფირი – დღეში 2ჯერ.
  2. ნებისმიერი ფაფა, ოსპი, ბასმატის ბრინჯი, ,,ხლებცი”, მაკარონი – სასურველია 5 საათამდე (დღეში 2ჯერ).
  3. დღეში მხოლოდ 1 ხილი, გარდა ბანანისა და ყურძნისა.
  4. არაუმეტეს 3 ცალი ჩირისა დღეში.
  5. დღეში 2ჯერ ბოსტნეული, ნებისმიერი სახით.
  6. 1 ჩ.კ. თაფლი.

არ დაივიწყოთ თბილი წყლის სმა. ის ნაწლავებს ააქტიურებს და აცხრობს მადას, გამოაქვს შლაკები და ტოქსინები.

ანიტას 1 დღის მენიუ

ვარიანტი პირველი

საუზმე: 2 თოხლო კვერცხი, 2 მსხვილად დაღერღილი პურის ნაჭერი, 150 გ ახალი ბოსტნეული

ხემსი: 1 ხილი, 20 გ კაკალი.

სადილი: 100 გ წიწიბურა, 200 გ გამომცხვარი ბოსტნეული, 40 გ ფეტა ან ბრინზა

ვახშამი: 100 გ მოხარშული ხბო, 250 გ რატატუი (ბოსტნეულის რაგუ).

ვარიანტი მეორე

საუზმე: 3 ს.კ. შვრია, 100 მლ ნარურალური იოგურტი, ხილი.

ხემსი: 150 გ ხაჭო, 1 ჩ.კ. თაფლი, 1 ჩ.კ. სელის თესლი.

სადილი: 1 გამომცხვარი კარტოფილი, 150 გ ბოსტნეულის სალათა, 150 მლ ბროკოლის კრემ-სუფი.

ვახშამი: 100 გ გამომცხვარი თევზი, 200 გ ბოსტნეულის რაგუ, 50 გ მზა ბულგური

თქვენ შეგიძლიათ თქვენი ვარიანტების მომზადება, მთავარია, დაშვებული პროდუქტების გამოყენება.

მთავარი ფაქტორი ანიტასთვის კარგი განწყობა და მადლიერებაა იმისთვის, რაც გვაქვს. გალამაზდით ყოველდღიურად და გაუზიარეთ მეგობრებს ეს საინტერესო მასალა!