ქრისტესისხლა ყვავილობის პერიოდში ძალიან ეფექტური მცენარეა. ის 250 დაავადებაზე მეტს მკურნალობს.
ქრისტესისხლა სწრაფად პოულობს დაავადების მიზეზს. თუ მის წვენს ბიოლოგიურად აქტიურ წერტილზე მოვათავსებთ, დავინახავთ წამიერ ტრანსფორმაციას. ის გადადის დაავადების წერტილისკენ.
სამკურნალოა მცენარის ყველა ნაწილი. ყვავილობისას ქრისტესისხლას ახმობენ და ნაყენების დასამზადებლად იყენებენ. ახალი ბალახისგან კი წვენს წურავენ და კანის წანაზარდების – პაპილომების, ხალების, კოჟრების მოსაშორებლად იყენებენ.
ქრისტესისხლას ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული, ანტისიმსივნური, ნაღველმდენი, შარდმდენი და სპაზმოლიტური თვისებები აქვს.
ხალხური მედიცინის რეცეპტები
სპეციფიური სუნის მქონე მწარე წვენი მცენარის ყველა ნაწილშია, ის ჰაერზე წითლდება, კანზე მოხვედრისას კი ტოვებს მეწამულ ფერს.
წვენი შეიცავს ალკალოიდებს, ვიტამინ C-ს, პროვიტამინ A-ს, ფლავონიდებს, ორგანულ მჟავებს… მის ნაყოფში 40%მდე ცხიმოვანი ზეთებია.
მკურნალები გვირჩევენ, ქრისტესისხლას მოხმარება მსუბუქი ნაყენებიდან დავიწყოთ და საკვებში გამოვიყენოთ რძემჟავა პროდუქტებთან ერთად, რათა მისი ტოქნიკური მოქმედება შევაჩეროთ.
გასტრიტის დროს
შეურიეთ 1 ს.კ. ქრისტესისხლა, 2 ს.კ. ასფურცელა, 2 ს.კ. კრაზანა, 2 ს.კ. გვირილა. აიღეთ 2 ს.კ. შერეული მასა, დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი და დატოვეთ 20 წთ თავდახურული. ნაყენი გადაწურეთ, შეავსეთ ანადუღარი წყლით და მიიღეთ დღეში 3ჯერ 0,5 ჭიქა ჭამამდე 30 წუთით ადრე.
შეკრულობისას
შეურიეთ 1 ს.კ. ქრისტესისხლა, 1 ს.კ. ბაბუაწვერა, 1 ს.კ. რევანდის ფესვი. აიღეთ ნარევის 1 ს.კ. და დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დადგით 2 საათით. გადაწურეთ და მიიღეთ დღეში 2-3ჯერ 100 გ ჭამამდე 20 წუთით ადრე.
ნაღველკენჭოვანი დაავადებებისას
შეურიეთ 1 ს.კ. ქრისტესისხლა, 1 ს.კ. პიტნა, დაასხით 2 ჭიქა მდუღარე და დადგით დაბალ ცეცხლზე 15 წთ. დატოვეთ 30 წთ, გადაწურეთ, მიიღეთ დღეში 2ჯერ დილა-საღამოს (200-200 მლ).
ანგინის დროს
შეურიეთ 1 ს.კ. ქრისტესისხლა, 1 ს.კ. გვირილა. დაასხით 200 მლ მდუღარე და დადგით 20 წუთი. მიიღეთ ყელის გამოსავლებად.
ქრონიკული რინიტის დროს
შეურიეთ 1 ნაწილი ქრისტესისხლა, 1 ნაწილი ალოეს წვენი, 1 ნაწილი თაფლი. აურიეთ. ჩაიწვეთეთ 5-10 წუთი თითო ნესტოში. გადმოაფურთხეთ.
ჰელმინთების დროს
1 ს.კ. ქრისტესისხლას დაასხით 400 მლ მდუღარე, დატოვეთ 4 სთ. გადაწურეთ და სვით 100 მლ დილა-საღამოს.
პაპილომების დროს
დაფქვით გამხმარი ქრისტესისხლა, შეურიეთ ვაზელინს და ლანოლინს. წაისვით დღეში 2ჯერ.
ქერტლის საწინააღმდეგო
1 ს.კ. ქრისტესისხლას დაასხით 1 ჭიქა მდუღარე, დატოვეთ თავდახურული 30 წთ. ცალკე ჩაასხით 100 მლ ზეთი, აადუღეთ წყლის აბაზანაზე 5 წთ. როცა ზეთი გაცივდება, დაამატეთ მას 2 ს.კ. ქრისტესისხლას ნაყენი. აურიეთ. შეიზილეთ თავის კანში 30 წთ. შემდეგ დაიბანეთ შამპუნით. შველის ქერტლს და ამაგრებს თმის ძირებს.
არასასურველი ეფექტები: ქრისტესისხლაში შემავალი ალკალოიდები ტოქსიკურია, ამიტომ ფრთხილად იყავით. აღწერილია ინტოქსიკაციის შემთხვევები ქრისტესისხლას გადაჭარბებული რაოდენობით მიღების შედეგად.
გაუზიარეთ სასარგებლო რეცეპტები მეგობრებს!