მთავარი კულინარია აიღეთ პიტნის ახალი ფოთლები და ლიმონი. უნიკალური მურაბა მზად არის.

აიღეთ პიტნის ახალი ფოთლები და ლიმონი. უნიკალური მურაბა მზად არის.

by Keti

საოცრად არომატული პიტნისგან ულამაზესი ფერის დესერტებისს მომზადებაა შესაძლებელი. დღეს გთავაზობთ უჩვეულო რეცეპტს – როგორ მოვამზადოთ მურაბა პიტნისა და ლიმონისგან.

ინგრედიენტები

  • 1 ლ წყალი
  • 200 გ პიტნა
  • 1 ლიმონი
  • 2 ჭიქა შაქარი
  • 1 პაკეტი ჟელესწარმომქმნელი საშუალება ”ჟელფიქსი” ან აგარ-აგარი
  • მწვანე საკვები საღებავი

მომზადება

1. პიტნა გარეცხეთ და გააშრეთ. შემდეგ დაჭერით ღეროებიანად.

2. ლიმონი გარეცხეთ და დაჭერით რგოლებად ან კუბებად. პიტნა და ლიმონი ჩააწყეთ მდუღარეწყლიან ქვაბში.

3. ხარშეთ 20 წუთის განმავლობაში. თან ურიეთ. შემდეგ ნახარში გადაწურეთ. სასურველია 2 ჯერ, რათა სრულად გამჭვირვალე გახდეს.

4. სუფთა ნახარში გადაასხით კვლავ ქვაბში და ჩაყარეთ მასში შაქარი, გაადნეთ და ხარშეთ 20-30 წუთი.

5. ხარშვის ბოლოს დაუმატეთ ჟელესწარმომქმნელი საშუალება. კარგად აურიეთ და ხარშეთ კვლავ 2 წუთი.

6. ლამაზი ფერის მისაცემად დაამატეთ საღებავი. მურაბა გამოვა კაშკაშა ზურმუხტისფერი. ჩაასხით მზა მურაბა გასტერილებულ ქილებში და მოხუფეთ. შეინახეთ გრილ ადგილას.

სასარგებლო და გემრიელი ნუგბარი გამოდის. ეს არა მხოლოდ მურაბაა, არამედ უგემრიელესი წამალიც.

თქვენ რას ამზადებთ ზამთრისთვის ცოტა განსხვავებულს? მოგვიყევით კომენტარებში.

ეს რეცეპტი კი გაუზიარეთ სხვებსაც.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: