მთავარი ურთიერთობები სად არის ბედნიერების გასაღები?

სად არის ბედნიერების გასაღები?

by guramus

 

  1. სოციალიზაცია. სხვა ადამიანებთან ურთიერთობა წარმატების გასაღებია. ურთიერთობების შედეგად იბადება კრეატიული იდეები. არა აუცილებელი ყველას საუკეთესო მეგობარი გახდე, ვისაც კი გაიცნობ; მთავარია მათთან ურთიერთობა შეინარჩუნო. ფართო სანაცნობი წრის ყოლა გარანტიაა პრობლემის ადვილად მოგვარებისა და ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გაცემისა. აუცილებელია, თქვენც ისევე ეხმარებოდეთ სხვებს, როგორც მათგან მოითხოვთ.
  2. არ იყო ძალიან მოკრძალებული. თუ ინიციატივას არ გამოიჩენთ და არ აჩვენებთ მონდომების ხარისხს, დაემსგავსებით ოთახის კუთხეში მდგარ გამოუყენებელ ავეჯს. საკუთარი უნარ-ჩვევებისა და შესაძლებლობის ჩვენება წარმატები მიღწევის კიდევ ერთი გასაღებია. არაფერია სანარცხვინო საკუთარი თავის პიარში.
  3. აკეთე ის, რაც მოგწონს. შეიძლება ძალიან მარტივად ჯღერს, მაგრამ სიმართლეა: უფრო მარტივად იგრძნობთ თავს ბედნიერად თუ გააკეთებთ იმას, რაც სიამოვნებას განიჭებთ. არ მიბაძოთ სხვებს, მოუსმინეთ საკუთარ გონებას. ბევრია ჩვენს გარშემო, ვინც საზოგადოების აზრზე მიყვება და, როგორც წესი, ბედნიერებას ვერ პოულობს. იყავი ის, ვინც ხარ და ბედნიერებაც მოვა.
  4. დაუმეგობრდით პოზიტიურ ადამიანებს. ყველაზე კეთილები ოპტიმისტები არიან – ისინი, ვისი ცხოვრებაც შეიძლება ბრწყინვალე არ არის, მაგრამ შეუძლიათ გამოწვევების მიღება და ბედნიერებისთვის ბრძოლა. ადამინების განწყობა ჯაჭვური რეაქციით გადადის გარშემომყოფებზე, ამიტომ ბედნიერებისთვის მნიშვნელოვანია პოზიტიური ადამიანების გარემოცვაში იყოთ.
  5. იფიქრეთ პოზიტიურად. ნეგატიური აზროვნება აყალიბებს ნეგატიურ ქცევებს. ეს ჯაჭვური რეაქციაა. პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ადამიანები ხშირად ვერ ხვდებიან რა განაპირობებს მათ ნეგატიურ განწყობას. ეს ყველაფერი აზროვნებაზეა დამოკიდებული. თუ იფიქრებთ მხოლოდ პოზიტივზე, თქვენი ცხოვრებაც პოზიტიური გახდება.