მთავარი კულინარია აი, რატომ უნდა იყოს ფერმენტირებული ჭარხალი თქვენს მაცივარში

აი, რატომ უნდა იყოს ფერმენტირებული ჭარხალი თქვენს მაცივარში

by Keti

ფერმენტირებულ საკვებს განაჯანსაღებელი თვისებები აქვს. ე. წ. ”სასარგებლო ბაქტერიები”, რომლებსაც შეიცავს პროდუქტები ფერმენტაციის შემდეგ, აახალგაზრდავებს ორგანიზმს.

ფერმენტირებული ჭარხალი აღიარებულია კუჭ-ნაწლავის პრობლემებთან ბრძოლის ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებად. მისი რეგულარული გამოყენება ბევრად ამცირებს კიბოს უჯრედების წარმოქმნის ალბათობას.

ფერმენტაცია ეს არის მარტივი გზა პროდუქტის გამდიდრებისა სასარგებლო ბაქტერიებითა და ფერმენტებით. ფემენტირებული ჭარხლის გამოყენებისას რაოდენობაში შეზღუდვა არ არსებობს. მისი თვისებები შემდეგში მდგომარეობს:

  • ნიტრატების შემცველობის წყალობით აძლიერებს გულის მუშაობას.
  • ზრდის ფიზიკური ვარჯიშების ეფექტურობას.
  • ამცირებს კიბოს უჯრედების წარმოქმნის რისკს.
  • ამაღლებს ორგანიზმის დამცველობით ძალებს.
  • მინიმუმამდე დაჰყავს ინსულტის განვითარების რისკი.
  • ებრძვის ნაყოფის დეფექტების განვითარებას.
  • ამსუბუქებს დილის გულისრევას.

როგორ მოვამზადოთ ფერმენტირებული ჭარხალი

ინგრედიენტები

  • 6 ცალი ჭარხალი
  • 500 მლ წყალი
  • 0,5 ჩაის კოვზი ზღვის მარილი
  • 1 ღერი დარიჩინი
  • მდოგვის მარცვლები
  • მიხაკი გემოვნებით

მომზადება

  1. ჭარხალი გარეცხეთ. გამოაცხეთ 200 გრადუსზე 1,5 საათის განმავლობაში.
  2. როცა გაცივდება, გაფცქვენით და დაჭერით ზოლებად.
  3. მარილი გახსენით წყალში.
  4. ჩაყარეთ ჭარხალი ფართოყელიან ქილაში. დაასხით მარილწყალი, ჩააყარეთ საკმაზები. დააფარეთ პლასტმასის ხუფი. დადგით 3 დღე. შემდეგ გადაიტანეთ მაცივარში. შეგიძლიათ უკვე მიირთვათ.

თუ ფემენტაციის პროცესში წარმოიქმნა ობი, ის უბრალოდ მოაცილეთ. მაცივარში შედგმის შემდეგ ფერმენტაციის პროცესი სრულდება.

ჭარხალი შეგიძლიათ მიირთვათ ცალკე, ან გამოიყენოთ ბორშჩსა თუ სალათებში. ყველგან სასიამოვნო არომატი ექნება.

გაუზიარეთ ეს სასარგებლო სტატია მეგობრებს!