მთავარი ჯანმრთელობა აი, როგორ მოვამზადოთ სტრუქტურიზებული წყალი. არც კიბო, არც დაბერება, არც ტოქსინები.

აი, როგორ მოვამზადოთ სტრუქტურიზებული წყალი. არც კიბო, არც დაბერება, არც ტოქსინები.

by Keti

ჩვენი სხეულის 80% წყლისგან შედგება. მის გარეშე მხოლოდ 3 დღე ძლებს ორგანიზმი. თუმცა კარგი წყლის გარეშე ადამიანი წლობით ძლებს და არც იცის, რომ გაცილებით უკეთესი ხარისხის წყალი არსებობს.

სხეულის ზედაპირიდან ტემპერატურის მიხედვით, ყოველ საათში, საშუალოდ 20-100 მლ წყალი ორთქლდება. 1,5-2 ლ წყალი ყოველდღე შარდთან ერთად გამოიყოფა. თუ გსურთ ჯანმრთელობა, გახსოვდეთ: წყლის დანაკარგები უნდა აღდგეს იმავე დღეს, თორემ დაირღვევა ორგანიზმის წყალმარილოვანი ბალანსი. ეს კი თავის მხრივ ბევრ დაავადებას იწვევს. მათ შორის ყველაზე საშიშია გულის უკმარისობა, მაღალი არტერიული წნევა, შეშუპება, კანის სიმშრალე, სისუსტე, თავის ტკივილი, თმის ცვენა.

სტრუქტურულად ახლომყოფი 

ორგანიზმში წყლის ბალანსის სწრაფად აღდგენისთვის ნებისმიერი წყალი არ გამოდგება. პირველ რიგში, ის სუფთა უნდა იყოს, მავნე მინარევების – მძიმე მეტალების, მარილების, რადიონუკლიდების, პათოგენური ბაქტერიების და მინერალური მარილების – გარეშე.

იდეალურ წყალს ისეთი სტრუქტურა უნდა ჰქონდეს, რომელიც ორგანიზმის სითხეების სტრუქტურასთან ახლო დგას. მხოლოდ ასე ხდება მისი შეთვისება და სარგებლის მიღება.

ეს ჩამოთვლილი თვისებები გააჩნია ნადნობ (ყინულის დნობის შედეგად მიღებულ) წყალს. მას ასევე სტრუქტურიზებულ წყალს ეძახიან, რადგან ამ წყალში მოლეკულები ერთმანეთზე გადაჯაჭვულია. ეს კრისტალი არ არის, მაგრამ არც სითხეა. ნადნობი წყალი თავისი სტრუქტურით მცენარეული და ცხოველური ორგანიზმის უჯრედების შემცველი სითხის მსგავსია.

სტრუქტურიზებული წყალი თითქმის წამალია

ნადნობი წყალი აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, აძლიერებს სისხლის მიმოქცევას, აქვეითებს ქოლესტერინის დონეს, ზრდის იმუნიტეტს და ახანგრძლივებს სიცოცხლეს. 1 ყლუპი სუფთა ნადნობი წყალი ახდენს ორგანიზმის ტონუსის მომატებას ენერგიითა და სიმხნევით. ნადნობი წყალი აახალგაზრდავებს კანს და აღარ არის მისი მალამოებით კვების საჭიროება.

თუ დალევთ თითო ჭიქა ნადნობ წყალს ჭამამდე 30 წუთით ადრე (დღეში 3ჯერ), ყველანაირად წესრიგში მოვა თქვენი ორგანიზმის ფუნქციონირება, აგიმაღლდებათ იმუნიტეტი და იგრძნობთ ძალების მოზღვავებას.

ვაწარმოოთ სუფთა H2O

ბუნებაში ნადგომი წყალი ყინულების დნობით წარმოიქმნება. როგორ მივიღოთ ის ქალაქში? შეგიძლიათ ის თავად მოამზადოთ.

დაგჭირდებათ პლასტიკური ჭურჭელი, უკეთესია საკვები კონტეინერი. გათვალეთ ასე: 1 ადამიანს სჭირდება დღეში 3 ჭიქა ნადგომი წყალი.

ონკანის წყალს ფილტრავენ მარტივი ნახშირის ფილტრით. ამ დროს ჟანგისა და ქვიშის დალექვა ხდება.

ჩაასხით წყალი კონტეინერში (1), გაყინეთ საყინულეში -18 გრადუსზე.

8-10 საათის შემდეგ გამოიღეთ კონტეინერი, ფსკერი მოავლეთ ონკანის ცხელი წყლით (2), რათა ყინული ადვილად ამოიღოთ.

გაყინული წყლის შიგნით უნდა იყოს სითხე ყინულის თხელი გარსით. ეს გარსი უნდა გახვრიტოთ (3) და გადმოღვაროთ სითხე – ეს წყალში შერეული მავნე ნარევია. დარჩენილი ყინული იქნება გამჭვირვალე და ცრემლივით სუფთა. მისგან მიიღებთ სუფთა სტრუქტურიზებულ წყალს. ყინული ჩადეთ შუშის ან ემალის ჭურჭელში და გაადნეთ ოთახის ტემპერატურაზე.

თუ წყალი მთლიანად გაიყინება, ყინული გამჭვირვალე იქნება მხოლოდ ნაპირებში, შუაში – მღვრიე, მოყვითალო. ეს სიმღვრივე უნდა გაადნოთ ცხელი წყლის ძლიერი ნაკადით (4). შემდეგ გამჭვირვალე ყინული გაალღვეთ და მიიღეთ სასურველი წყალი.

აი, ასე შეგიძლიათ უზრუნველყოთ თქვენი თავი სუფთა სტრუქტურიზებული წყლით. დრო ცოტა დაგეხარჯებათ, სამაგიეროდ, განიმტკიცებთ ჯანმრთელობასა და თვითშეგრძნებას!