დაცხა და გამახსენდა საოჯახო ნაყინის რეცეპტი. მაცივარში გამოულეველი გვაქვს.

ნაყინის ყიდვისას თუ ყურადღებით წაიკითხავთ მის შემადგენლობას და სხვადასხვა გაუგებარი დანამატი ცუდ ხასიათზე დაგაყენებთ, ე. ი. ეს შემოთავაზებული რეცეპტი თქვენთვისაა. ჩვენ გასწავლით სულ სამი ინგრედიენტის გამოყენებით როგორ მოამზადოთ ძალიან გემრიელი სუფთა ნაყინი, ყოველგვარი ქიმიური ნივთიერებისა და გემოს არომატიზატორის გარეშე.

იმისათვის, რათა ნაყინი გამოვიდეს უფრო ნაზი და გემრიელი, რძე და კარაქი შეარჩიეთ რაც შეიძლება ცხიმიანი. შოკოლადი კი შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი: მწარე, რძიანი, თეთრი…

ინგრედიენტები

  • 100 მლ რძე
  • 90 გ შოკოლადის ფილე
  • 80 გ კარაქი

მომზადება

  1. ღრმა ჭურჭელში, რომლის შედგმასაც შეძლებთ მიკროტალღურ ღუმელში, ჩაასხით რძე და მასში მოათავსეთ დარბილებული კარაქი. შემდეგ შედგით მიკროტალღურში კარაქის გადნობამდე. რძე უნდა გაცხელდეს, მაგრამ არ ადუღდეს.
  2. კარგად გაციებული შოკოლადი  გახეხეთ და დაასხით ცხელი რძე.  აურიეთ შოკოლადის გადნობამდე.
  3. მიღებული ნარევი ათქვიფეთ მიქსერით ნაღების კონსისტენციის მიღებამდე ( დაგჭირდებათ 8 წუთი). მასა შედგით საყინულეში 40 წუთით.
  4. შემდეგ გამოიღეთ და ათქვიფეთ გასქელებამდე.

დაცხა და გამახსენდა საოჯახო ნაყინის რეცეპტი. მაცივარში გამოულეველი გვაქვს.

ნაყინი გაყავით პორციებად და მოაყარეთ გახეხილი შოკოლადი. ასევე შეგიძლიათ დაამატოთ რაც მოგესურვებათ: ჟელეს კანფეტები, ჩირეული, თხილეული…

გემრიელად მიირთვით და რეცეპტი გაუზიარეთ თქვენ ნუგბარისმოყვარე მეგობრებსაც.

Loading...

  კომენტარები