მთავარი ჯანმრთელობა მარჯვენა ფერდში სიმძიმე ვიგრძენი, მივხვდი ღვიძლს შველა ჭირდებოდა და ეს რეცეპტი გავიხსენე.

მარჯვენა ფერდში სიმძიმე ვიგრძენი, მივხვდი ღვიძლს შველა ჭირდებოდა და ეს რეცეპტი გავიხსენე.

by Keti

როცა ღვიძლი ავადდება, მარჯვენა ფერდში სიმძიმეს ვგრძნობთ, პირში სიმწარეს, გულისრევას ჭამის შემდეგ. ღვიძლი წმენდს ორგანიზმს, ამიტომ მასზე უნდა ვიზრუნოთ, რათა სხვა ორგანოებიც არ დაავადდეს.

არსებობს ცნება ,,ცხიმოვანი ღვიძლი” – როცა ღვიძლი უჯრედებში ცხიმოვანი მჟავები გროვდება. მისი გამომწვევი მიზეზებია:

  • კალორიული და ცხიმიანი საკვები
  • ალკოჰოლი
  • წონის უეცარი დაკარგვა/ჭარბი წონა
  • დიაბეტი
  • ორსულობა
  • მეტაბოლიზმის დარღვევა
  • ქიმიოთერაპია
  • კორტიკოსტეროიდები

ღვიძლმა ტკივილი არ იცის, რადგან მასში ნერვული დაბოლოებები არ არის, ამიტომ დაავადება უსიმპტომოა. ადამიანი გრძნობს დაღლილობას, მუცლის არეში დისკომფორტს…

ღვიძლი ერთადერთი აღდგენადი ორგანოა. ხშირად მისი გაცხიმოვნება შექცევადია. ჩვენ გეტყვით, ღვიძლის წმენდის წესებს ორგანიზმის დაზიანების გარეშე.

ბოსტნეულის კოქტეილი

ინგრედიენტები

  • 2 ჭარხალი
  • 2 ლიმონი
  • 1 ჭიქა წყალი

მომზადება

1. ათქვიფეთ ბლენდერში ჭარხალი წყალთან, გადაწურეთ.

2. ჭარხლის წვენში 2 ლიმონი ჩაწურეთ.

3. სვით სამჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე. კურსი – 7 დღე.

გემრიელი სასმელი ღვიძლისთვის

ვაშლში შემავალ პექტინს გამოაქვს ტოქსინები, იმბირი და ლიმონი ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.

ინგრედიენტები

  • 2 ლიმონი
  • 250 მლ ვაშლის წვენი
  • 250 მლ ოხრახუშის წვენი
  • 0,5 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 0,5 კბილი ნიორი
  • 0,5 ს.კ. დაფქული იმბირი
  • 100 მლ ბაბუაწვერას ან გვირილას ჩაი

მომზადება

  1. ათქვიფეთ ყველაფერი ბლენდერში.
  2. გადაასხით შუშის ბოთლებში და შედგით მაცივარში.
  3. მიიღეთ ჭამამდე 2 საათით ადრე, 5 დღე.

მიუხედავად ამ სასმელების სამკურნალო თვისებებისა, მათ მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან. ფრთხილად უნდა იყვნენ თირკმლების დაავადების, ართრიტის, დაქვეითებული წნევის, სისხლში შაქრის მაღალი დონის მქონეები.

ღვიძლის წმენდა ერთადერთი ეფექტური მეთოდი არ არის. ცხიმოვანი ჰეპატოზი რომ არ განვითარდეს, უნდა შეზღუდოთ ალკოჰოლის მიღება, იკვებოთ ჯანსაღად და წონა შეინარჩუნოთ ნორმის ფარგლებში.

გაუზიარეთ სასარგებლო სტატია მეგობრებს!