მთავარი საკითხავი ქალმა მეხსიერების 10 წელი კუჭში გასვლის გამო დაკარგა

ქალმა მეხსიერების 10 წელი კუჭში გასვლის გამო დაკარგა

by guramus

მსოფლიოში უამრავი არაორდინალური და ერთი შეხედვით დაუჯერებელი ამბავი ხდება ყოველდღიურად. თუმცა, ყველაზე ხშირად მაინც მეცნიერებასთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სიახლეები იჩენენ თავს, რომლებიც მსოფლიოს მოსახლეობას ექსტრავაგანტური დაავადების ან ტრამვის შესახებ აცნობენ. სწორედ ასეთი სიტუაციაა ამჟამად ჩინეთში, სადაც ერთ ჩვეულებრივ ოჯახში დიასახლისს თითქმის წარმოუდგენელი სახის პრობლემა წარმოექმნა. ყველაფერი კი ყოველდღიურმა, ყოველი ადამიანისთვის დამახასიათებელმა ბუნებრივმა პროცესმა გამოიწვია.

ჩინეთში ერთმა ქალმა მეხსიერების 10 წელი საჭირო ოთახში ზედმეტი ძალისხმევის გაღების გამო დაკარგა. ამ ინფორმაციას ჰონგ კონგის ტაბლოიდები ავრცელებენ. მათი თქმით ისტორია ქალის ვაჟიშვილისგან მოისმინეს. დედამისი ყაბზობით იყო დატანჯული და ერთხელაც საპირფარეშოდან გამოსვლის შემდეგ შენიშნა, რომ მეხსიერებასთან დაკავშირებით რაღაც პრობლემები გაუჩნდა.

მომავალი 8 საათის განმავლობაში უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში მომხდარი მოვლენებიდან ვერაფერს იხსენებდა. ოჯახმა ის სააავდმყოფოში გადაიყვანა, სადაც ქალმა ღამე გაათია და მეხსიერება დილით დაუბრუნდა. ექიმებმა გამოიკვლიეს და დაასკვნეს, რომ მისი ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა სრულ წესრიგში იყო. საავადმყოფოდან გაწერეს, თუმცა საპირფარეშოდან გამოსვლის შემდეგ არსებული 8 საათი მეხსიერებაში მაინც არ აღუდგა.

ჩინური ტაბლოიდები ანონიმურ ბლოგ-პოსტებზეა დაფუძნებული, რომლებიც შესაძლოა სანდო არ იყოს. ძალიან რთულია დავიჯეროთ ამ ისტორიის უტყუარობაც, მაგრამ ის შეიძლება სულაც არ იყოს ისეთი აბსურდული, როგორადაც ჟღერს, თეორიულად მაინც.

სავარაუდო ალბათობით, ზედმეტმა ძალისხმევამ სისხლძარღვების კონვულსია გამოიწვია, რომელსაც გულის წასვლა და შეგნების დაკარგვა მოჰყვა. არაა შეუძლებელი დაკარგო ცნობიერება, თუ ზედმეტად გაიჭიმები, რაც გულისცემასა და სისხლის წნევაზე იმოქმედებს. საბოლოოდ, ტვინში სისხლის მოძრაობის რედუქცია მოხდება.

გულის წასვლის შემდეგ ხანდახან ამნეზიას ნამდვილად აქვს ადგილი, განსაკუთრებით მოხუც ადამიანებში. სისხლის ნაკადის შემცირება ტვინის იმ რეგიონებზე ახდენს გავლენას, რომელსაც მეხსიერება აბარია. თეორიულად შესაძლებელია, თუმცა არ ვიცით ისტორია მართლაც მოხდა თუ ადგილობრივი ლეგენდაა. სამწუხაროდ, არც მეცნიერული გამოცემები და ჟურნალები არ ეხებიან მკაფიოდ მეხსიერების დაკარგვისა და აღნიშნული პრობლემის მეცნიერულ კავშირს, რის გამოც საბოლოო დასკვნის გაკეთება და რომელიმე თეორიის ბოლომდე ნდობა ძალიან ძნელია.