მთავარი საკითხავი მყვინთავებმა ოკეანის ხვრელის ფსკერზე სასიკვდილო საიდუმლო აღმოაჩინეს

მყვინთავებმა ოკეანის ხვრელის ფსკერზე სასიკვდილო საიდუმლო აღმოაჩინეს

by guramus

ეს ლურჯი ხვრელი ბელიზის სანაპიროს პირას, ოკეანეში მდებარეობს და მკვლევარების სამოთხეს წარმოადგენს. ახლახანს მას ცნობილი ფრანგი მკვლევარების ჯგუფი ესტუმრა, მათ შორის იყო იმ ადამიანის შვილიშვილიც, ვინც პირველად გაუთქვა ამ საოცარ ადგილს სახელი.

ბევრ მეცნიერულ საოცრებასთან და საოცარ ხედებთან ერთად, მყვინთავთა გუნდი ასევე სიკვდილის მისტიურ საჩუქრებსაც წააწყდა ყვინთვის პროცესისას: ხვრელის ფსკერზე მათ დაკარგული მყვინთავების გვამები აღმოაჩინეს. მეცნიერებმა სხეულები ხელშეუხებლად დატოვეს და მათ შესახებ პოლიციას მიაწოდეს ცნობა. როგორც შემდეგ გაირკვა, აღმოჩენილი ორი გვამი რამდენიმე ხნით ადრე დაკარგული 3 მყვინთავიდან ორს ეკუთვნოდა.

ეს გიგანტური ხვრელი 300 მეტრის სიგანისაა და 125 მეტრის სიღრმეზე ჩადის, რაც მას წყალში არსებულ სიდიდით მეორე ხვრელად აქცევს. ასეთი ხვრელები ძველი პერიოდების გადმონაშთია და მათი უმრავლესობა ყინულის პერიოდის რელიქვიებსაც კი ინახავს. ისინი თავდაპირველად უძველესი გამოქვაბულების სისტემას წარმოადგენდნენ, თუმცა 14 ათასი წლის წინ ზღვის დონის რამდენიმე ასეული მეტრით მატებამ მათი მთლიანად დატბორვა გამოიწვია. როგორც უახლესმა ექსპედიციებმა აჩვენა, თქვენ ჯერ კიდევ შეგიძლიათ მათი დათვალიერებისას ისეთი სტალაქტიტების დათვალიერება მათ კედლებზე, რომლებსაც როგორც წესი მხოლოდ გამოქვაბულებში ვხვდებით.

ამ მისტიური ხვრელის ყველაზე ღრმა სივრცეში არასაცხოვრებელი გარემოა. გარკვეული ზღვარის მიღმა, დაახლოებით 90 მეტრის სიღრმეზე, წყალში ჰიდროგენის სულფიდის ნაკადს ვხვდებით, რომლის მიღმაც წყალი მთლიანად დაცლილია ჟანგბადისგან. თვითონ ეს ჰიდროგენის მასაც ძალიან მომწამვლელი და დამლპოპია მისი გარემოსთვის. ექსპედიციებისას ასევე აღმოაჩინეს, რომ ხვრელის ძირი ასევე სავსე იყო მკვდარი ზღვის ბუნების ნარჩენებით.

როგორც მკვლევარები ამბობენ, ამ ხვრელის პირას მისულმა ხამანწკებმა და სხვა მსგავსი სახის საზღვაო ფაუნის წარმომადგენლებმა დროზე ვერ გააცნობიერეს სად იმყოფებოდნენ და ხვრელში ჩაცვივდნენ. ძირთან ახლოს კედელზე ახლაც ეტყობა იმ უშედეგო ამოცოცების მცდელობები, რომლებითაც ისინი ღრმა ხვრელიდან თავის დაღწევას ცდილობდნენ, თუმცა გზაში ზემოთ აღნიშნული მომწამვლელი გარემოს გამო უკან ჩაცვივდნენ და სავარაუდოდ ასფიქსიით მოკვდნენ.

სამხრეთ ჩინეთის ზღვაში არსებული, ეგრეთწოდებული “დრაკონის ხვრელი” მსოფლიოში უდიდესი ხვრელია ოკეანის წყლებში, ხოლო ეს დიდი ლურჯი გეოგრაფიული რელიქვია მას შემდეგ უდიდეს სამეცნიერო ველს წარმოადგენს წარსულის შესახებ უფრო მეტის გაგების მსურველი მეცნიერებისა და მკვლევარებისათვის. ისინი კიდევ დიდხანს გააგრძელებენ ამ სივრცის კვლევას მიუხედავად იმისა, რომ აქ უკვე არაერთი მყვინთავი დაიღუპა ხვრელის გამოქვაბულებში დაკარგვის მიზეზით.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: