მთავარი საკითხავი პლანეტის დიეტა უნდა შეიცვალოს, თუმცა ეს შეიძლება საერთოდ არ მოგეწონოთ

პლანეტის დიეტა უნდა შეიცვალოს, თუმცა ეს შეიძლება საერთოდ არ მოგეწონოთ

by guramus

მსოფლიო კლიმატურ კრიზისშია გახვეული და ჩვენი დიეტები ნელა, მაგრამ უეჭველად გკვლავს, თუმცა მალე შეგვეძლება კვლავ ვისიამოვნოთ გემრიელი ჰოთდოგითა და მის შემდეგ დესერტად მიყოლებული ნაყინის ბურთულებით. ჭარბი პოპულაცია ნელნელა რეალობა ხდება ჩვენი პლანეტისათვის, რაც უფრო დიდ ზეწოლას ახდენს ბუნებასა და მის რესურსებზე. ერთ–ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენი რესურსების მენეჯმენტში ისაა, თუ როგორ მოვიპოვებთ ჩვენ პროტეინს დიეტისათვის.

მსოფლიოს პროტეინის ძალიან დიდი ნაწილი საქონლის მასებიდან მოდის, იქნება ეს ღორის ხორცი, ძროხის ხორცი, ცხვარი, თხა თუ თევზი – თუმცა ეს ძალიან არასარგებლიანი სისტემაა. ეს პროცესი ქმნის კარბონის დიდ მასებს, ასევე იკავებს ძალიან დიდი ოდენობით ტერიტორიას და ასევე ძალიან კარგიც არ არის ჩვენი ჯანმრთელობისათვის.

თუკი ჩვენ გვსურს რომ სტაბილურად გამოვკვებოთ მსოფლიო მომავალი დეკადების განმავლობაში, მაშინ როგორც ჩანს პროტეინის მომავალი წყარო მწერები უნდა იყვნენ. ქუინსლენდის უნივერსიტეტის მეცნიერები ფიქრობენ როგორ აქციონ ბევრისათვის შემაძრწუნებელი არსებები პროტეინის ალტერნატიული წყაროდ ისე, რომ ისინი ასევე გემრიელ საკვებადაც იქცეს წუნია მომხმარებლებისათვის.

” ოვერპოპულაციის გამო მსოფლიოს გაუჭირდება საკმარისი პროტეინის პოვნა იმ შემთხვევაში, თუკი ადამიანები არ დაფიქრდებიან საკუთარი მენიუების უფრო გაფართოვებაზე, საკუთარ გონებასთან ერთად” – განაცხადა ლოურენს ჰოფმანმა, ხორცის მეცნიერების პროფესორმა ქუინსლენდის უნივერსიტეტიდან.

” უდიდესი პოტენციალი სტაბილური პროტეინის წარმოებისა მოიცავს მწერებისა და ახალი ყვავილების წყაროებს”

ხორცი, როგორც მას ჩვენ ვიცნობთ, გასაკვირ დონეზე არაეკონომიურია გასაზრდელად, გადასამუშავებლად და დისტრიბუციისათვის. საქონელი საჭიროებს 8 კილო საჭმელს იმისათვის, რომ 1 კილო ხორცი მოგვცეს, თუმცა ძროხის მხოლოდ 40 პროცენტის მირთმევაა შესაძლებელი. თუკი ამას ჭრიჭინებს შევადარებთ, მათ შემთხვევაში 2 კილო საკვები საკმარისია იმისათვის, რომ 1 კილო ხორცი იქნას ნაწარმოები, რომლის 80 პროცენტიც იჭმევა.

თუმცა, თუკი მომხმარებელი ბაყაყი არაა, მათი უმრავლესობისთვის მწერები საშინელ საჭმელს წარმოადგენენ. პროფესორი ჰოფმანის განცხადებით, დასავლელი კლიენტები ხშირ შემთხვევაში თანახმა არიან მიირთვან მწერები წინასწარ მომზადებულ კერძში, თუმცა არ გრძნობენ თავს კომფორტულად იმ იდეის მიმართ, რომ თვითონ მოამზადონ მწერებისგან საჭმელი ან მხოლოდ მწერები მიირთვან, თუკი ისინი არ იქნებიან შენიღბული რაიმენაირად.

პროფესორი ჰოფმანი საკვების სპეციალისტ მეცნიერებთან ერთად აწარმოებს ისეთი გზების კვლევას, რომელიც ერთმანეთში გააერთიანებს ალტერნატიულ პროტეინებსა და ისეთ სპეციალურ საკვებს, როგორიცაა მწერების კვერცხებისგან დამზადებული სოსისები. მისი აზრით ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია მსოფლიო მოსახლეობის უდიდესი ნაწილისათვის.