მთავარი კულინარია აი როგორ მოამზადოთ გემრიელი საკვები მაყალზე

აი როგორ მოამზადოთ გემრიელი საკვები მაყალზე

by Keti

მწვადი ამ სეზონის პოპულარული საჭმელია. არც ერთი პიკნიკი მის გარეშე არ ჩაივლის. გაგისინჯავთ ხორცის გარდა სხვა მწვადი? მაგალითად, შამფურზე შემწვარი ბოსტნეული?

ჩვენ ვთვლით, რომ ცეცხლზე სხვადასხვა საჭმლის მომზადება ძალიან კარგი იდეაა, მით უმეტეს, რომ ხორცის შემდეგ გაჩენილი ცეცხლი 2 ჯერის საჭმელსაც მოამზადებს. გთავაზობთ ხორცისა და ჯანმრთელი მწვადების საინტერესო ვარიანტებს.

შემწვარი ყველი მწვადთან

შამფურზე ნებისმიერი რამის მომზადება შეიძლება, მათ შორის, ყველის გადნობაც. ყველი კარგად ეხამება როლს, პომიდორ ჩერის და მწვანილს. ეს კერძი გაჩუქებთ მდიდრულ გემოს.

ხახვის მწვადი

თქვენს გიყვართ ალბათ შემწვარი ხახვის რგოლები, რომლებსაც ხორცს უმატებენ. მაგრამ ერთი დაბრკოლებაა: ბოსტნეული ხორცზე სწრაფად იწვის, ამიტომ ეცადეთ ხახვი ცალკე შეწვათ. შეგიძლიათ ხახვის მწვადი წინასწარ დაამარინადოთ და გემო უფრო არომატული გახდება.

ქამა სოკოს მწვადი

გამოცდილების მიხედვით, სოკოსთვის საუკეთესო მარინადი არაჟანია. წარმოიდგინეთ ეს არომატული პროდუქტი ხრაშუნა ლორთან ერთად. ასეთი მწვადი შეგიძლიათ მოამზადოთ უახლოეს პიკნიკზე!

კარტოფილის ქაბაბი

კარტოფილის მაყალზე შეწვა მარტივია, მაგრამ არსებობს უფრო საინტერესო რამ: კარტოფილის შეწვა სალასთან ერთად შამფურზე. ბოსტნეული იწოვს არომატულ წვენებს და ხდება ძალიან ნაზი.

ხაჭაპური მაყალზე

ქართულის სამზარეულოს მოყვარულებს შეუძლიათ ამ იდეით ისარგებლონ. წარმოიდგინეთ წელვადი ყველი ხრაშუნა ფენოვან ცომში, პირდაპირ კოცონიდან. წარმოდგენაზეც კი იღვიძებს მადა. მიირთვით ის სწრაფად, რათა შიგთავსი არ გაქვავდეს!

არც კი იფიქროთ კალორიების დათვლაზე. ეს კერძები უბრალოდ უნდა მიირთვათ და დატკბეთ. წონაში კლება მერე დავიწყოთ, პიკნიკზე კი თავს მოდუნების უფლება მიეცით!

გაუზიარეთ სტატია მეგობრებს!