მთავარი ჯანმრთელობა აი საშუალება, რომელიც კისერზე მარილების ჩალაგებას არ დაუშვებს

აი საშუალება, რომელიც კისერზე მარილების ჩალაგებას არ დაუშვებს

by Keti

კისერზე მარილების დაგროვება მავნე მოვლენაა და იწვევს უსიამოვნო გართულებებს. ერთ-ერთი ასეთია ოსტეოპოროზი. საქმე რომ არ გართულდეს, დროულად უნდა გავთავისუფლდეთ არასაჭირო გროვებისგან.

ჩვენ მოგიყვებით მარილების დალექვის მიზეზებსა და მასთან ბრძოლის ხერხებზე.

მარილების ჩალაგება კისერზე

არსებობს აზრი რომ ამის მიზეზი მარილის ჭარბი მიღებაა. ეს სწორი არ არის. რეალურად მრავალმა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს დაგროვება და ვერ ვიტყვით, რომელია გადამწყვეტი. ზოგი ექიმი თვლის, რომ ამას ცილის შემცველი პროდუქტების ბევრი მიღება იწვევს, მაგრამ უმრავლესობა თვლის, რომ საქმე არასწორ კვებასა და ცხოვრების ნაკლებად მოძრავ წესშია. ეს უფრო ეხებათ კომპიუტერთან მომუშავე ადამიანებს.

მარილოვანი ჩანართების გამო კისრის მალები იცვლება და აწვება ნერვებს, რომლებიც ხერხემლის კისრის განყოფილებაში გადის. ეს იწვევს თიაქარს, ანთებას, შეშუპებას და ძლიერ ტკივილს. მთავარი პრობლემა კვება და მისი კორექტირებაა. უნდა მოხდეს მიღებული ცილის კონტროლი. ამ დროს რაციონიდან უნდა გამორიცხოთ თევზი და ხორცი, სანელებლები, მარინადები, რაც შეიძლება მეტი ახალი ბოსტნეული და ხილი მიიღეთ. სასარგებლოა გოგრის წვენი.

როგორ ვებრძოლოთ მარილების ჩალაგებას, თუ ეს უკვე მოხდა?

1. მასაჟი

არსებობს სპეციალური მარილოვანი ჩანართების დამშლელი მასაჟები. კარგი პროფესიონალის პოვნა ძალიან ეფექტური იქნება. პროცესი ხანგრძლივია და იაფიც არ არის.

2. სპეციალური ვარჯიშები

არსებობს ვარჯიშების მტელი კომპლექსი, რომელიც ჩანართებისგან გასათავისუფლებლად დაგეხმარებათ. ჩვენ ქვემოთ გაჩვენებთ ვიდეოს, სადაც ნაჩვენებია 7 შესაბამისი ვარჯიში.

3. ელექტროფორეზი

შესანიშნავი ტკივილგამაყუჩებელი პროცედურაა, არბილებს მარილებს და გამოყავს ორგანიზმიდან.

4. მედიკამენტები

ყველაზე ხშირად ინიშნები მიორელაქსანტები ან ოპიატები. მაგრამ ეს პრობლემას დროებით ხსნის და არ კურნავს დაავადებას.

ეს მეთოდები ეფექტურია კომპლექსურად. შეგიძლიათ ამ ყველაფერს ეფექტური კომპრესიც დაამატოთ. ამ კომპრესის მოსამზადებლად კარტოფილი, თაფლი, ნაძვის ზეთი დაგჭირდებათ. გაფცქვენით კარტოფილი, გახეხეთ წვრილად, შეურიეთ თაფლს პროპორციით 1:1. დაიდეთ კისრისა და მხრის მიდამოზე. შეიხვიეთ თბილი ქსოვილით, დატოვეთ 2 სთ. სჯობს, ამ დროს იწვეთ.

მოიხსენით კომპრესი და მტკივნეულ ადგილას ნაძვის ზეთი შეიზილეთ. გაიმეორეთ ყოველ საღამოს 7-10 დღე. შედეგს მალე დაინახავთ.

გთავაზობთ კისრის ვარჯიშების ვიდეოს (რუსულ ენაზე). ისინი გააძლიერებს კუნთებს.

მიუდექით პრობლემას კომპლექსურად და მარილებისგან მალე გათავისუფლდებით, არც კისრის ოსტეოპოროზი დაგემართებათ!

სასარგებლო იყო სტატია თქვენთვის? გაუზიარეთ რჩევები მეგობრებს!