მთავარი რჩევები აუცილებლად გჭირდება ეს ვარჯიშები, თუ გსურს რომ მოდელივით გამოიყურებოდე – 5 ვარჯიში მხოლოდ ქალებისთვის

აუცილებლად გჭირდება ეს ვარჯიშები, თუ გსურს რომ მოდელივით გამოიყურებოდე – 5 ვარჯიში მხოლოდ ქალებისთვის

by guramus

ალბათ, დედამიწაზე არ მოიძებნება ისეთი ქალი, რომელიც კმაყოფილია საკუთარი წონით და სხეულის ფორმებით. ყველას სურს გამოიყურებოდეს უფრო მიმზიდველად, ჰქონდეს ლამაზი, მოდელივით სხეულის ფორმები, დაიკლოს წონაში, სულ ცოტა მაინც და ა.შ.

ჯენიუსი ამ სტატიაში გთავაზობთ 5 უმარტივეს ვარჯიშს, რომელიც მოდელივით სხეულის დაყენებაში დაგეხმარებათ.

დადექით მუხლებზე, ხელები და ფეხები უნდა გქონდეთ ვერტიკალურად. დაიწყეთ ჯერ ერთი ფეხის მოძრაობა ზემოთ-ქვემოთ, შემდეგ მეორის. მოძრაობა გაიმეორეთ 15-15-ჯერ.

დაწექით ზურგზე, მოხარეთ ფეხები და დაიწყეთ წელის აზიდვები ზემოთ-ქვემოთ. მოძრაობა გაიმეორეთ 45-ჯერ (15-15-15). შუალედებში შეისვენეთ 2-3 წუთით. თქვენი მუცელი ფიცარივით ბრტყელი გახდება.

აზიდვები ძალიან სასარგებლო ვარჯიშია მათთვის, ვისაც მკერდის ფორმის შეცვლა სურს. გააკეთეთ აღნიშნული ვარჯიში და თქვენი მკერდიც ზემოთ აიზიდება. გააკეთეთ 30 აზიდვა (10-10-10). შუალედებში შეისვენეთ 2-3 წუთით.

ჩაჯდომები ფეხების და დუნდულების ფორმების დაყენებაში დაგეხმარებათ. თუ გსურთ გქონდეთ მრგვალი სხეულის ფორმები, გააკეთეთ 50-100 ჩაჯდომა.

მოცემული ვარჯიში ხელების ფორმებს გაგილამაზებთ. დაეყრდენით სკამის კიდეს და ზემოთ-ქვემოთ დაიწყეთ მოძრაობა. 15-20 გამეორება საკმარისია.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: