მთავარი ჯანმრთელობა ლიპოური მჟავა დაგეხმარებათ წონა სწრაფად დაიკლოთ და შეინარჩუნოთ ახალგაზრდობა

ლიპოური მჟავა დაგეხმარებათ წონა სწრაფად დაიკლოთ და შეინარჩუნოთ ახალგაზრდობა

by Keti

ანტიოქსიდანტი –  ლიპოური მჟავა სულ უფრო პოპულარული ხდება. მას ახალგაზრდობის ვიტამინს და გასახდომ აბებსაც უწოდებენ.

ლიპოურ მჟავას მეორენაირად ვიტამინ N საც უწოდებენ. ის ხელს უწყობს ცხიმებისა და ნახშირწყლების ცვლას. თვითონ ეს ნივთიერება წონაში დასაკლები საშუალება არ არის, არამედ მისი დამაჩქარებელი ფაქტორია.

მათ, ვინც რეგულარულად სვამს ლიპოურ მჟავას, აღენიშნებათ მადის დაქვეითება, უქრებათ ტკბილის მიღების სურვილი. ანტიოქსიდანტის წყალობით სისხლში შაქრის დონე რეგულირდება,  უმჯობესდება ნივთიერებათა ცვლა, გამოიდევნება ტოქსინები.

ყველაზე ეფექტურად წონაში კლება მაშინაა შესაძლებელი, თუ ლიპოური მჟავის მიღებას შეუთავსებთ სწორ კვებას და ფიზიკურ აქტივობას. მისი მიღება შესაძლებელია ჭამამდე 30 წუთით ადრე ან ჭამიდან 1 საათის შემდეგ. პირველი შედეგები უკვე 3 კვირის შემდეგ  დგება.

კვლევებით დადგენილია ლიპოური მჟავას როლი რიგ დაავადებებთან ბრძოლაში.

ლიპოური მჟავა გასაახალგაზრდავებლად

ლიპოური მჟავა ხელს უშლის დაბერების პროცესს. მას შეუძლია უკვე დაზიანებული კანის აღდგენა და მისთვის ელასტიურობის დაბრუნება. მისი მიღების შემდეგ კანის შეშუპება და აკნე ქრება.

ლიპოური მჟავა სამკურნალოდ

ის ებრძვის თავისუფალ რადიკალებს, ამცირებს ქოლესტერინის დონეს. ორგანიზმიდან გამოაქვს მძიმე მეტალის მარილები და ტოქსინები. ლიპოური მჟავა ამცირებს არტერიულ წნევას, მისი გამოყენებისას ტვინი ინსულტის შემდეგ სწრაფად აღდგება. აქტიურდება კოგნიტური ფუნქციები, უმჯობესდება მხედველობა.

ლიპოურ მჟავას აქვს ნეირონების რეგენერაციისა და ტვინის დაავადებების პროფილაქტიკის უნარი. ბოლო კვლევების მიხედვით ამ მჟავის მოხმარების შედეგად ალცჰეიმერის დაავადების მქონე ადამიანების მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა.

ვიტამინ N ს, ისევე, როგორც ყველა პრეპარატს, აქვს უკუჩვენებებიც. მიაქციეთ ყურადღება ქვემოთჩამოთვლილ შეზღუდვებს:

ლიპოური მჟავა არ უნდა მიიღონ:

  1. ბავშვებმა 6 წლამდე, მოზარდებმა, ორსულებმა, მეძუძურებმა.
  2. ჰიპო და ჰიპერაციდური გასტრიტის მქონე პაციენტებმა.
  3. კუჭის და თორმეტგოჯას წყლულის მქონეებმა.
  4. ალერგიისკენ მიდრეკილმა პირებმა.
  5. მათ, ვინც რკინის პრეპარატებს იღებს.

ლიპოური მჟავას არასწორად მიღების შედეგები შეიძლება იყოს თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისრევა, ძილიანობა, კიდურების კანკალი. N ვიტამინით წონაში კლების გადაწყვეტილება მიიღეთ ექიმთან ერთად მისი სათანადო დოზირების დაცვით.

სასარგებლო სტატია გაუზიარეთ მეგობრებს სოცქსელში.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: