როგორ გამოვიყურებოდეთ მიმზიდველად მაკიაჟის გარეშე – ხრიკები გოგოებისთვის
მოიწესრიგე წარბები
წარბები ყოველტვის ყურადღების ცენტრში ექცევა. რაც არ უნდა კარგი მაკიაჟი გქონდეთ, მოუვლელი წარბები მაინც შეუხედავს გამოგაჩენთ. წარბების ფორმა მორგებული უნდა იყოს სახის ნაკვთებზე, არ არსებობს ერთი იდეალური ფორმა, ყველა ადამიანმა ინდივიდუალურად უნდა შეიმუშაოს ის. ზოგს წვრილი წარბები უხდება, ზოგს სხვა ფორმის.
მიაქციე ყურადღება თვალებს
მწვანე ჩაის საფენები ეფექტურია თვალის სიშავის მოსაშორებლად. სიშავე, თავის მხრივ, რკინისა და ბე ვიტამინის ნაკლებობის ბრალია
გაითეთრე კბილები
მანათობელი კბილები თქვენს იმიჯს 100 პროცენტით აუმჯობესებს. გამოიყენეთ მათეთრებელი კბილის პასტა, განსაკუთრებით ყავისა და ღვინის დალევის შემდეგ. თუ თქვენი კბილები ბუნებრივადაა ყვითელი, მაშნ სტომატოლოგს უნდა მიმართოთ
არ დაგავიწყდეთ ტუჩები
ტუჩები სახის ყველაზე მიმზიდველი ნაწილია, ამიტომ მნიშვნელოვანია მათი მოვლა. გამოიყენეთ ტუჩის საცხი ქარიან ამინდში. საცხის მაგივრად ზეითუნის ზეთის გამოყენებაც შეიძლება, ზეთი არბილებს ტუჩებს და იცავს დასკდომისგან.
იზრუნე თმაზე
აუცილებელია შეარჩიო თმის სტილი, რომელიც შეესაბამება შენს სახის ნაკვთებს. ასევე მნიშვნელოვანია თმის ფერის შრჩევაც. ნუ აყვებით მოდას, გქონდეთ თქვენი სტილი და თმის ფერი.