მთავარი რჩევები 13 მარტივი ფაქტი რომელსაც შეუძლია, რომ ერთ დღეს შენი სიცოცხლე იხსნას

13 მარტივი ფაქტი რომელსაც შეუძლია, რომ ერთ დღეს შენი სიცოცხლე იხსნას

by Keti

ბევრი ტრავმა და სიკვდილიც კი შეიძლებოდა თავიდან აგვეცილებინა, სწორ დროს სწორი მოქცევა რომ გვცოდნოდა. ზოგჯერ მარტივი ფაქტების ცოდნა ზრდის ადამიანის გადარჩენის შანსს.

გთავაზობთ სხვადასხვა სიტუაციის ანალიზსს, სადაც ცოდნამ შეიძლება გადაგარჩინოთ.

1. აგრესიული დათვისგან გაქცევა

თუ ასეთი რამ მოხდა, უნდა იცოდეთ, რომ ცხოველის ყველაზე სუსტი წერტილი მანევრულობაა. ისინი სწრაფად დარბიან და კარგად ცოცავენ, მაგრამ ვერ მოძრაობენ სწრაფად. გარკვეული საგნებისთვის წრის დარტყმა მათთვის რთულია. ატრიალეთ წრეზე და მიხვდება, რომ რთული ლუკმის დაჭერა არ უღირს ამდენ ენერგიად.

თავიდან არ დაპანიკდეთ, თუ დათვი გიყურებთ, წყნარად იდექით. შესაძლოა არც არაფერი დააპიროს. თუ ნელა წამოვა თქვენკენ, თქვენც უკან წადით ნელი სვლით. დათვები იშვიათად უტევენ ადამიანებს.

2. თევზის ან შარდის სუნი სახლში, ყოველგვარი მიზეზის გარეშე

თუ სუნის წყაროს ვერ პოულობთ, სავარაუდოდ ელექტრული მავთული დნება. შესაძლოა ხანძარი გაჩნდეს, ამიტომ გადაჭერით ელექტროობა ან გამოიძახეთ დახმარება.

3. ტალღებთან ბრძოლა

თუ მოულოდნელად ტალღების მიმოქცევაში მოხვდით, საწინააღმდეგო მხარეს ცურვას აზრი არ აქვს – უბრალო ენერგიის ხარჯვაა. ეცადეთ ტალღების პარალელურად იცუროთ, სანამ თავს უსაფრთხოდ არ იგრძნობთ. შემდეგ კი ტალღების მიმართულებით გადაინაცვლეთ.

4. მიიღეთ ასპირინი გულის შეტევის დროს

1 აბი ასპირინის კი ძალიან უნარიანია, გაგიუმჯობესოთ ჯანმრთელობა. გულის შეტევის დროს ადამიანი უნდა დაწვეს, თავქვეშ რაიმე ამოიდოს და მიიღოს ასპირინი. სწრაფი მოქმედებისთვის კარგია წამლის დაღეჭვა.

5. ინსულტის დიაგნოზირება

ძირითადად ეს არის თავბრუსხვევა და გულისრევა, მაგრამ სხვა სიმპტომებიცაა. დასარწმუნებლად სცადეთ რაიმე ტკბილის ჭამა. თუ მკვეთრად არ გესიამოვნათ, ესე იგი, ინსულტია. კარდიოვარსკვლავური დაავადებების მქონე ადამიანებისთვის ეს ერთ-ერთი მთავარი აღმომჩენია.

6. მარტივი მოქმედება, რომელიც ადამიანს გონზე მოიყვანს

თუ ვინმე უგონოდაა, დააწვინეთ ზურგზე და აუწიეთ მოხრილი მუხლები მკერდამდე. ეს სისხლის მიმოქცევას ტვინისკენ წაიღებს და ადამიანიც გონს მოვა. თუმცა თავდაპირველად დარწმუნდით, რომ მოტეხილობის რისკი არ არის.

7. გველის ნაკბენის დროს

დაივიწყეთ ნაკბენის ამოწოვა, ცივის დადება ან ჭრილობის ამოწვა. სანამ სასწრაფო დახმარება მოვა, მსხვერპლმა ბევრი წყალი უნდა დალიოს და მიიღოს ანტიჰისტამინი. ნაკბენის ადგილს არ შეეხოთ, თორემ შხამი უფრო სწრაფად მოედება ორგანიზმს.

8. ადამიანის ჩაძირვისგან გადარჩენა

თუ ადამიანს წყლიდან ამოიყვანთ და გადაარჩენთ, ეს იმას კიდევ არ ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგადაა. აუცილებლად წაიყვანეთ ჰოსპიტალში, რადგან შესაძლოა მის ფილტვებში წყალი იყოს შემორჩენილი.

9. როგორ დავამტვრიოთ მანქანის შუშა ავარიის შემთხვევაში

თუ ავარიისას მხოლოდ ფანჯრიდან შეიძლება გადასვლა, დაიმახსოვრეთ, რომ ფანჯრის ჩამტვრევა უფრო მარტივია მის ნაპირებზე თუ დაარტყამთ და არა ცენტრში. თუ მანქანას რაიმე მყარ ნაწილს მოაცლით, შუშის დასარტყმელად ის გამოიყენეთ.

10. ხანძარი წყლის ბოთლის გამო

უცნაურად ჟღერს, მაგრამ მზის პირდაპირი სხივები თუ წყალს დიდხანს ეცემა, იზრდება ხანძრის გამოწვევის შანსი. ამ დროს ბოთლი ლინზასავით მოქმედებს და სიცხე ერთ ადგილას კონცენტრირდება. ამიტომ არ დადოთ წყლიანი ბოთლი ფანჯარაზე და არც მანქანაში დატოვოთ.

11. ყოველთვის ატარეთ ანტჰისტამინური საშუალებები

ეს დაგჭირდებათ თუ ალერგია გამოგიმჟღავნდათ ახალ გასინჯულ რამეზე. ეს შესაძლოა ისეთი სასტიკი ალერგია იყოს, რომ სწრაფი დახმარების გარეშე ლეტალურად დასრულდეს. ამიტომ ატარეთ ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებები, მით უმეტეს, თუ ახალ საკვებს სინჯავთ, ახალ მცენარეებს უყურებთ ან უბრალოდ ახალ ადგილას მიდიხართ.

12. თუ ზღვის ტალღა ზედმეტად შორსაა ნაპირიდან

თუ წყლის მიმოქცევა არაბუნებრივად დაშორდა ნაპირს, ესე იგი, ცუნამის შანსი იზრდება. თუ ამას შეამჩნევთ ყველა გააფრთხილეთ და ნაპირსაც გაერიდეთ.

2004 წელს, ხალხმა ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე  ამ ნიშანს ყურადღება არ მიაქცია. მთლიანი ტალღა მოშორდა ნაპირს და ადამიანებმა თევზებისა და ქვების შეგროვება დაიწყეს. ბავშვები ყველაზე დაინტერესებულები იყვნენ. სანაპიროზე მხოლოდ 2 ადამიანი იყო, ვინც ამ ნიშნის შესახებ იცოდა: 10 წლის ინგლისელი გოგონა ტაილი სმიტი და ბიოლოგიის მასწავლებელი ჯონ ქროსტონი. მათ იმ დღეს ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს.

13. 3-ის წესი

თუ ოდესმე კრიტიკულ სიტუაციაში მოხვდებით, დაიმახსოვრეთ 3 რამ, რაც ადამიანის თვითგადარჩენის შესაძლებლობას გამოხატავს:

  • 3 წუთი ჰაერის გარეშე
  • 3 საათი ექსტრემალურ ტემპერატურაზე
  • 3 დღე წყლის გარეშე
  • 3 კვირა საჭმლის გარეშე

თუ ეს გეცოდინებათ, პრიორიტეტებს განსაზღვრავთ და გადარჩებით!

გამოგიცდიათ ასეთი ექსტრემალური სიტუაციები? გაგვიზიარეთ კომენტარებში თქვენი ცოდნა და გამოცდილებები!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: