მთავარი გასართობი ავსტრალიელმა დედამ იდეალური გზა მოძებნა, რომ მის შვილს ბოსტნეულის ჭამა დაეწყო. აი მისი მეთოდი

ავსტრალიელმა დედამ იდეალური გზა მოძებნა, რომ მის შვილს ბოსტნეულის ჭამა დაეწყო. აი მისი მეთოდი

by Keti

ერთხელ მელბურნენმა ქალბატონმა ლალეჰ მოჰმედმა გენიალური იდეა განახორციელა და თავისი შვილის საყვარელი პერსონაჟების გაცოცხლება ბოსტნეულში დაიწყო. არაჩვეულებრივი და ჰუმანური აზრია სხვა მშობლებისთვისაც.

გთავაზობთ ლალეჰის შექმნილ შედევრებს:

https://www.instagram.com/p/BUDYHLshheL/?utm_source=ig_embed

ინსტაგრამზე მათ ფოტოებს უკვე 170.000 გამომწერი ჰყავთ. ყველაფერი ბოსტნეულით დაიწყო…

ბავშვს ეს ისე მოეწონა, რომ დედამ ეს საქმე განაგრძო…

,,მეგობრებმა მითხრეს, რომ ინსტაგრამზე გვერდი უნდა გამეკეთებინა, მაგრამ რას წარმოვიდგენდი ასე თუ მოეწონებოდა ხალხს…”

,,ეს არაჩვეულებრივი ჰობია, რომელიც ყოველი ჭამის წინ ჩვევაში გადამივიდა. მიხარია, რომ ჩემს შვილს მოეწონა.”

აქ შეხვდებით ანიმაციის პერსონაჟებს, პოპ-კულტურებს – დევიდ ბოუისა და მაიკლ ჯექსონს და ასევე ლალეჰის წარმოსახვაში არსებულ ტიპაჟებს.

ლალეჰი მარტივი და ჯანსაღი საკვებით მუშაობს: ყაბაყი, ორაგული, მარცვლეული… ბოსტნეულის საზღვრებს დიდი ხანია გასცდა და ახლა მისი შემოქმედება უსაზღვროა.

ჰელენ ბონემ კარტერის პორტრეტი სოკოებისგანაა დამზადებული, ასევე აქვს მდნარი ყველი და კომბოსტო.

თქვენ როგორი მეთოდები გაქვთ იმისთვის, რომ თქვენს ბავშვს საჭმელი შეუყვარდეს? გაგვიზიარეთ კომენტარებში!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: