მთავარი კულინარია ამ რეცეპტით მომზადებულმა ასკილის ნაყენმა კომუნისტების ლიდერებს ჯანმრთელობა დაუბრუნა. აი რეცეპტი

ამ რეცეპტით მომზადებულმა ასკილის ნაყენმა კომუნისტების ლიდერებს ჯანმრთელობა დაუბრუნა. აი რეცეპტი

by Keti

ასკილი მდიდარია C ვიტამინით. ამიტომ მისი გამოყენება ამაღლებს იმუნიტეტს. გარდა ამისა, ასკილს შარდმდენი ეფექტიც აქვს. არსებობს აზრთა სხვადასხვაობა იმის შესახებ, თუ როგორი სახის ნაყოფი სჯობს – ახალი თუ გამომშრალი. ახალი ასკილის ნაყენს უფრო გაჯერებული გემო აქვს, თუმცა  მღვრიე გამოდის. გამომშრალი ასკილის ნაყენი კი გაცილებით მეტ C ვიტამინს შეიცავს.

ჩვენ მოგიყვებით, როგორ მოამზადოთ ასკილის ნაყენი სწორად, მასში ვიტამინების შენარჩუნებით.

ასკილის ნაყენი

ნაყენის მომზადების წინ ასკილი გაჭყლიტეთ ცომის გასაბრტყელებელით. მისი დაქუცმაცება ბლენდერში არ ღირს, რადგან ამ დროს ნაყენში გადადის ბუსუსები, რომლებმაც შესაძლოა ხახის დაჩხაპნა გამოიწვიოს.

ინგრედიენტები

  • 0,5 ჭიქა ასკილი
  • 125 მლ თაფლი
  • ნახევარი ლიმონის წვენი

მომზადება

1. წინასწარ მომზადებული ასკილი ჩაყარეთ თერმოსში. დაასხით ცხელი წყალი ( არაუმეტეს 50 გრადუსის ). მდუღარე წყალი შლის C  ვიტამინს.

2. დახურეთ და დადგით მინიმუმ 1 დღე- ღამე. გადაწურეთ ბადეზე და ჩაამატეთ თაფლი.

3. ამის შემდეგ ნაყენში ჩაასხით 1/2 ლიმონის წვენი. აურიეთ და დატოვეთ კვლავ 1 დღე – ღამე.

4. გემრიელად მიირთვით!

გირჩევთ ნაყენის დალევის შემდეგ პირის ღრუ გამოივლოთ წყლით, რათა მასში შემავალმა მჟავებმა ემალის დაშლის გზით კარიესი არ გამოიწვიოს.

ასკილის სპირტოვანი ნაყენი

აღსანიშნავია, რომ ალკოჰოლი ისე ძლიერად არ შლის C ვიტამინს, როგორც მდუღარე წყალი, ამიტომ ასკილის სპირტოვანი ნაყენი გაცილებით მეტ  ვიტამინებს შეიცავს.

ინგრედიენტები

  • 1,5 ჭიქა ასკილი
  • 4 ლ არაყი
  • 4 დაფნის ფოთოლი
  • 1 ს. კ. თაფლი

მომზადება

  1. მომზადების წინ ასკილი დამდუღრეთ და ჩაალბეთ წყალში.
  2. ყველაფერი შეურიეთ ერთმანეთს და ჩაასხით მინის ქილაში.  მოხუფეთ და დადგით ბნელ ადგილას.

3. ნაყენის შესახებ დაივიწყეთ 1-2 თვე.

4. ამ დროის გავლის შემდეგ ნაყენი გაფილტრეთ და დადგით კვლავ 2 დღე.

5. გემრიელად მიირთვით!

ასკილს შეუძლია თირკმლებში არსებული კენჭების დაშლა, ასევე ნაღვლის გასუფთავება.

გისურვებთ ჯანმრთელობას!