მთავარი კულინარია ბანანის უგემრიელესი ნამცხვარი 40 წუთში უკვე ყავასთან ერთად მიმაქვს სუფრაზე

ბანანის უგემრიელესი ნამცხვარი 40 წუთში უკვე ყავასთან ერთად მიმაქვს სუფრაზე

by Keti

ბანანი საკმაოდ გემრიელი და სასარგებლო ხილია. მას უნივერსალური გემო აქვს და ყველაფერს უხდება.

დღეს გთავაზობთ ერთ-ერთი წარმატებული დესერტის რეცეპტს ბანანის გამოყენებით. ნამცხვარი შეგიძლიათ მიირთვათ ცივიც და ცხელიც. რეცეპტი უნივერსალურია იმით, რომ შეგიძლიათ სხვადასხვა ინგრედიენტის დამატება: შოკოლადის, ჩირის, დარიჩინის…

ინგრედიენტები

  • 1,5 ჭიქა შაქარი
  • 100 გ კარაქი
  • 3 ცალი კვერცხი
  • 300 გ ფქვილი
  • 3 ცალი ბანანი
  • 1 ჭიქა არაჟანი

მომზადება

  1. მოამზადეთ ცომი: კვერცხის ცილა და გული გავაცალკევოთ. აიღეთ 3 გული, 0,5 ჭიქა შაქარი და გამდნარი კარაქი.  კარგად აურიეთ და დაამატეთ ფქვილი. მოზილეთ ცომი და შედგით მაცივარში 10-15 წუთით.
  2. ბანანი დაჭერით რგოლებად.
  3. ცომი გამოიღეთ. საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი და ცომი ზედ გააბრტყელეთ.
  4. უცხიმო და არამჟავე არაჟანს შეურიეთ  ნახევარი ჭიქა შაქარი. ის მთლიანად უნდა გადნეს. გამზადებული ბანანი დაალაგეთ ცომზე და მოასხით არაჟნის  ნარევი.
  5. მასა შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20 წუთით. ამ დროს მოამზადეთ კრემი: 3 ცილა ათქვიფეთ 0,5 ჭიქა შაქართან ერთად. კრემი ჰაეროვანი უნდა გამოვიდეს.
  6. გამოიღეთ ნამცხვარი და დაალაგეთ მასზე ათქვეფილი ცილა. დესერტი მორთეთ ბანანით, ნიგოზით, ქოქოსის ფანტელით და შედგით ღუმელში 2-3 წუთით.

გთავაზობთ რეცეპტის მოკლე ვიდეოსაც:

გაუზიარეთ მსუბუქი ბანანის ნამცხვრის რეცეპტი მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: