მთავარი საკითხავი ეს გოგონა კიბოსგან 2 თვეში განიკურნა ქიმიოთერაპიის გარეშე და მისი ისტორია იმედით აგავსებთ

ეს გოგონა კიბოსგან 2 თვეში განიკურნა ქიმიოთერაპიის გარეშე და მისი ისტორია იმედით აგავსებთ

by guramus

სავალალო კიბოს დიაგნოზი ბევრს იმედს უკლავს, თუმცა ინოვაციურმა მკურნალობის მეთოდმა ექიმებს რწმენა დაუბრუნა და ასევე პაციენტებსაც. ექსპერიმენტალური კლინიკური კვლევის გავლის შემდეგ, ჯუდი პერკინსი მკერდის კიბოსგან განიკურნა ქიმიოთერაპიის ჩატარების გარეშე და მისმა სასწაულმა ბევრს დაუბრუნა იმედი. 2003 წელს ჯუდი პერკინს მკერდის კიბოს დიაგნოზი ამცნეს. მან მკერდის მოკვეთის ოპერაცია გაიკეთა და ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა, თუმცა 2013 წელს აღმოაჩინეს რომ მისი დაავადება კვლავ დაბრუნდა მის ორგანიზმში.

ექიმებმა მას ისეთი კლასიკური მკურნალობის კურსები ჩაუტარეს, როგორიცაა ქიმიოთერაპია და ჰორმონალური თერაპია, თუმცა მის ორგანიზმს ამან არ უშველა. 2 წლის შემდეგ იგი ეროვნული კიბოს ინსტიტუტის წევრს შეხვდა, რომელმაც ამცნო რომ პიონერულ მკურნალობის მეთოდზე დაყრდნობით აწარმოებდნენ კვლევებს და ჯუდიმაც ამ მკურნალობის მეთოდის საკუთარ თავზე გამოცდა გადაწყვიტა.

მკურნალობას იმუნოთერაპია ეწოდებოდა. ექიმებმა იმუნური უჯრედები თვითონ ჯუდის სხეულიდან ამოიღეს. მას შემდეგ რაც ისინი კიბოს უჯრედებთან შეიყვანეს კონტაქტში, მათ დაადგინეს თუ რომელი ტიპის უჯრედები ცნობდნენ და უტევდნენ კიბოს ნაწილაკებს. ამოცნობის შემდეგ ისინი ლაბორატორიაში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე თვის განმავლობაში ეს უჯრედები გამრავლდნენ და გაიძლიერეს კიბოს უჯრედებზე შეტევისა და მათი სწრაფი განადგურების შესაძლებლობები. როდესაც იმუნური უჯრედები საკმარისად ძლიერები გახდნენ, ექიმებმა ისინი კვლავ ჯუდის ორგანიზმში შეიყვანეს.

მკურნალობის დასაწყისში ჯუდი თავს ძალიან ცუდად გრძნობდა, რთული ტკივილები აწუხებდა და ძლიერ დაღლილობასაც გრძნობდა. თუმცა იგი გრძნობდა რომ პროცედურა მოქმედება. ” მე შევამჩნიე, რომ კიბოს ნაწილი რომელიც ჩემი მხარის ნერვს აწვებოდა, შედარებით ნაკლებ ტკივილს იწვევდა ” – განაცხადა ჯუდიმ. მისი თქმით, ეს ტკივილი 2 კვირის შემდეგ თითქმის სულ გაქრა. ასევე იგივე ბედი ეწია მის გულთან ახლოს მყოფ ნაწილსაც. მკურნალობა წარმატებული გამოდგა და 2 თვეზე ნაკლებ დროში, ჯუდიმ საკუთარი ჯანმრთელობა დაიბრუნა. იგი კიბოსგან თავისუფალია 2016 წლიდან.

მთლიანი თამაშის შემცვლელი ახალი თერაპიის ავტორი დოქტორი სტივენ როზენბერგია, რომელიც მთავალი ქირურგია ეროვნულ კიბოს ცენტრში და ასევე პიონერია იმუნოთერაპიის დარგშიც. ეს შეიძლება წარმატებული მკურნალობის საწინდარი არ იყოს ყველანაირი კიბოს ტიპის შემთხვევაში, თუმცა ერთმნიშვნელოვნად უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი დასაწყისი და უკვე ჩატარებული კვლევებიც მართლაც იდეალური დასაწყისია ექსპერიმენტალური მიდგომით ჩამოყალიბებული მკურნალობის ტიპისათვის. ჯუდის გამოჯანმრთელებამ მართლაც ბევრ ადამიანს დაუბრუნა უკვე დიდი ხნის წინ დაკარგული იმედი და ძალისხმევა.