მთავარი ჯანმრთელობა 5 სიმპტომი, რომელიც საშიში გგონიათ, მაგრამ რეალურად უსაფრთხოა

5 სიმპტომი, რომელიც საშიში გგონიათ, მაგრამ რეალურად უსაფრთხოა

by guramus

მკერდის ტკივილი

პირველი აზრი, რომელიც მკერდის ტკივილის განცდისას თავში მოგვდის ისაა, რომ გულის შეტევა გვაქვს. საბედნიეროდ, ახალგაზრდა ადამიანებისთვის რომლებსაც ისეთი კარდიალური რისკფაქტორები არ აქვთ, როგორიცაა მაგალითად დიაბეტი, არაფერია საშიში. სტრესი, შფოთვა და მკერდის კუნთების არასწორად დაჭიმვა ვარჯიშის დროს ასევე შესაძლო გამომწვევი მიზეზებია მკერდის ტკივილის შემთხვევაში. თუმცა, თუკი ტკივილი არ შეგიჩერდებათ, მიმართეთ ექიმს.

სახსრების ტკაცუნი

დედათქვენმა ალბათ გითხრათ, რომ ძვლების გატკაცუნება ართრიტს იწვევს და ეს არ უნდა გააკეთოთ. თუმცა, ამ შემთხვევაში არაფერია საშიში, რადგან ეს უბრალოდ იმ ჰაერის მასის წარმოქმნისა და დაცლის ხმაა, რომელიც სახსრებს შორის გვხვდება. სწორედ ამიტომ გვესმის ტკაცუნის მსგავსი ხმა.

თავბრუსხვევა ადგომისას

როდესაც თქვენ ფეხზე ადგებით დიდი ხნის ჯდომის შემდეგ, შეიძლება არაკომფორტული თავბრუსხვევა იგრძნოთ. თუმცა, ნუ ინერვიულებთ, რადგან ამაში საშიში არაფერია. სისხლის მიმოქცევა ტვინის მიმართულებით იცვლება მაშინ, როდესაც პოზიციას იცვლით. უბრალოდ საჭიროა რამდენიმე წამით ერთ ადგილზე გაჩერდეთ და ყველაფერი ნორმას დაუბრუნდება.

კანკალი

ყველა, ვისაც ოდესმე გამოუცდია ხელების კანკალი მაინც, ერთხელ მაინც ექნება ნაკითხი, არის თუ არა ეს პარკინსონის დაავადების ბრალი. თუმცა, ეს ხშირად საერთოდ სხვა რამის ბრალია. ბევრი ადამიანი კანკალის სიმპტომს განიცდის მაშინ, როდესაც წესიერად არ არის დანაყრებული დიდი ხნის განმავლობაში. სხვა მიზეზები მოიცავს დიდ სტრესს და ბ12 ვიტამინის ნაკლებობას.

დაზიანებული სისხლის კაპილარები თვალში

სისხლიანი ზოლების თვალში დანახვა ბევრისთვის საკმაოდ უსიამოვნო და ძლიერად შემაძრწუნებელი მომენტიც კია. თუმცა, მიუხედავად იმისა რომ ასეთ მომენტში ბევრს ძალიან ძლიერი შიშის განცდა უჩნდება, რეალურად ამაში შემაშფოთებელი უმეტეს შემთხვევაში საერთოდ არაფერია. თუკი ეს ძალიან ხშირად არ ხდება და თქვენი თვალი მთლიანად წითელ ფერს არ იღებს, სანერვიულო არაფერი გაქვთ. სისხლის ხაზების დაზიანებას და ასეთი ვიზუალით წარმოდგენას ხშირად თვალების უხეშად მოსრესვა ან ძლიერად დაცემინება იწვევს.

ასევე სხვა მიზეზები შეიძლება მოიცავდეს ისეთ ასპექტებს, როგორიცაა თვალების გადაღლა და ზედმეტად დაძაბვა. საუკეთესო რამ, რაც ასეთი სიმპტომის გამოვლენის აღმოჩენისას შეგიძლიათ გააკეთოთ, დასვენება და განტვირთვაა. დაასვენეთ თქვენ თვალები რაც შეიძლება დიდხანს. მიუხედავად იმისა, რომ თვალზე გაჩენილი ნებისმიერი სახის უარყოფითი სიმპტომები ხშირად ვიზუალურად საკმაოდ შემაშფოთებელი ჩანს, ისინი უმეტეს შემთხვევაში ახლოსაც კი არ მიდიან სიბრმავის გამომწვევ სინდრომებთან.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: