მთავარი რჩევები ჭკვიანური მეთოდები, რომლითაც სხვადასხვა სახის ტკივილს გაიყუჩებთ წამლის გარეშე

ჭკვიანური მეთოდები, რომლითაც სხვადასხვა სახის ტკივილს გაიყუჩებთ წამლის გარეშე

by guramus
მიირთვით შავი შოკოლადი ყელის ტკივილის შესამსუბუქებლად

  • თუკი ახველებთ და გრძნობთ რომ ყელი გიშრებათ, მიირთვით შავი შოკოლადი. აარჩიეთ შოკოლადი რაც შეიძლება მეტი კაკაოს შემცველობით.
  • მეცნიერების თქმით, შოკოლადს შეუძლია შეაჩეროს ხველა და უშველოს გაუხეშებულ ყელს ცნობილ მედიკამენტებზე უკეთ. კვლევებმა აჩვენა, რომ კაკაოს წყალობით, შოკოლადი მნიშვნელოვნად ამცირებს ხველის სიხშირეს, რითაც უკეთ მოქმედებს ვიდრე ტკბილი სიროპები.
მეტი წყლის დალევა თავის ტკივილებს შველის

  • მიირთვით დიდი ოდენობით წყალი. ექსპერტები გვირჩევენ მინიმუმ 1 ჭიქა წყლის დალევას ყოველ 2 საათში.
  • რთული და ხშირი თავის ტკივილები შეიძლება გამოწვეული იქნას დეჰიდრატაციის შედეგად. ელექტროციტებისა და სითხის ცუდი ბალანსი ორგანიზმში საშუალებას არ მისცემ სისტემას კარგად იმუშაოს.
გაიჭიმეთ ზურგის ტკივილის სამკურნალოდ

  • ჩაიცვით კომფორტული სამოსი და მოამზადეთ იოგას რულონი. ბევრი ისეთი გაჭიმვის ვარჯიში არსებობს, რომელიც ასეთ დროს შეგიძლიათ შეასრულოთ: მუხლების მკერდთან მიტანა, დაწოლილზე მუხლების გაჭიმვა, კობრა და კატის იოგას პოზები.
  • გაწელვები გათავისუფლებთ დაძაბულობისგან იმ კუნთებში, რომლებსაც თქვენი ხერხემალი ეყრდნობა, რისი საშუალებითაც თქვენი საერთო მობილობის დონე იზრდება.
დალიეთ პიტნის ჩაი კბილის ტკივილის შესამსუბუქებლად
  • მოათავსეთ ერთი ჩაის კოვზი გამხმარი პიტნა ადუღებული წყლით სავსე ჭიქაში და დააცადეთ 20 წუთი. გაგრილების შემდეგ გამოირეცხეთ პირი მიღებული სითხით. ასევე შეგიძლიათ თბილი, სველი პიტნის ჩაის პაკეტებიც დაიდოთ ატკიებულ კბილზე და რამდენიმე წუთით გაიჩეროთ, სანამ ტკივილი არ შემსუბუქდება.
  • პიტნას გამაყუჩებელი თვისებები გააჩნია, რითაც აიხსნება მისით გამოწვეული გამაბრუებელი და ტკივილის შემამსუბუქებელი ეფექტები. მასში არსებულ მენთოლს ასევე ანტიაქტერიული თვისებებიც აქვს.
წადით სასეირნოთ, რათა გამოყოთ ენდორფინები ტკივილთან საბრძოლველად

  • ვარჯიში საუკეთესო დამხმარეა თქვენთვის, თუმცა თუკი ტკივილის გამო ეს არ შეგიძლიათ, შეგიძლიათ სასეირნოდ წასვლა სცადოთ.
  • ფიზიკური აქტივობა, მაგალითად ვარჯიში ან სეირნობა, ენდორფინების გამოყოფას იწვევს, რაც ტკივილის შემსუბუქებას ახერხებს. ასევე, ენდორფინები იმუნურ რეაქციებს აძლიერებენ და ეიფორიის შეგრძნებასაც იწვევენ. საერთო ჯამში ნებისმიერი სახის ფიზიკური აქტივობა ზოგადი ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი დამხმარე საშუალებაა.
მიირთვით ბანანი მენსტრუალური ტკივილების შესამსუბუქებლად
  • თუკი მენსტრუალური ტკივილები გაწუხებთ, გამოტოვეთ ნამცხვრები და შოკოლადი და მათ მაგივრად ბანანი ჭამეთ. მოამზადეთ მისგან გემრიელი სმუზი ან მიირთვით პირდაპირ.
  • ბანანი პოტასიუმითა და ვიტაინ ბ6–ით არის მდიდარი, რაც კუნთების დაჭიმულობას ამცირებს და წყლის გადამუშავებაში გეხმარებათ, რაც შებერილობის შეგრძნებისგან დაგიცავთ.