მთავარი საკითხავი როგორ უნდა ვიმუშაოთ ან ვისწავლოთ უფრო ნაყოფიერად

როგორ უნდა ვიმუშაოთ ან ვისწავლოთ უფრო ნაყოფიერად

by guramus

ფიქრობთ, რომ რაც უფრო მეტს მუშაობთ, მით უფრო მეტ საქმეს აკეთებთ? სამწუხაროდ, ეს მხოლოდ ილუზიაა.

დღესდღეობით ბევრი ჩვენგანი კვირაში 50, 60 და 70 საათსაც კი მუშაობს. სამუშაო მაგიდა მეორე სახლდა გვაქვს გადაქცეული.

hard working-ის სურათის შედეგი

თუმცაღა, ფსიქოლოგების დაკვირვებით ადამიანს ეფექტურად მხოლოდ 4-5 საათი შეუძლია იმუშაოს. მას შემდეგ რაც ეს დრო ამოიწურება, იკლებს მუშაობის ხარისხიც.

აღნიშნული პრინციპი მოქმედებს სწავლასთან დაკავშირებითაც.

studying hard-ის სურათის შედეგი

ფსიქოლოგები ერთი კვირის განმავლობაში აკვირდებოდნენ მე-4 და მე-5 კლასის მოსწავლეებს, რომელიც კვირაში მხოლოდ 4 დღე სწავლობენ. მათი შედეგები 6-12% -ით მაღალია იმ მოსწავლეებთან შედარებით, რომლებიც მთელი კვირის განმავლობაში სწავლობენ.

 

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: