მთავარი რჩევები ამ მიზეზებს რომ წაიკითხავთ, ყოველ ღამით დაიწყებთ თაფლის ჭამას

ამ მიზეზებს რომ წაიკითხავთ, ყოველ ღამით დაიწყებთ თაფლის ჭამას

by Keti

ღამე ტკბილის ჭამა მავნებელია, თეთრი შაქარი კი სჯობს, სულ არ გამოიყენოთ. თაფლი გამონაკლისია – მას სამკუნალო ეფექტი აქვს.

თაფლს საჭმელ თხევად ოქროს, ჯანმრთელობის ელექსირს ეძახიან. ჩვენ გეტყვით, რატომ უნდა მიიღოთ ის ღამით.

1. გვეხმარება დაძინებაში

თაფლს ბუნებრივ დამაწყნარებელს უწოდებენ, ის ხელს უწყობს მელატონინის (ჯანსაღი ძილის ჰორმონი) გამომუშავებას, უჯრედების განახლებას და ნერვული სისტემის აღდგენას. 1 ჩ.კ. კოვზი ღამით, განსაკუთრებით გვირილის ჩაისთან, კარგი დასვენების საწინდარია.

სასარგებლოა ასევე თაფლიანი რძე ძილის წინ. სჯობს ცხელი. ეს სტრესისგან გაგვათავისუფლებს.

2. წვავს ცხიმებს

თაფლის ეს მოქმედება დაფუძნებულია მეტაბოლიზმის დაჩქარებაზე. ამას განაპირობებს თაფლის ჰორმონი ორექსინი.

3. აჯანსაღებს ღვიძლს

ღვიძლის უჯრედების რეგენერაცია ღამით ხდება, ძილამდე მიღებული თაფლი კი (გოგრის წვენთან ერთად) ღვიძლს ტოქსინების გამოყოფაში ეხმარება.

4. ამტკიცებს იმუნიტეტს

გაციებისა და ვირუსული დაავადებებისას გამოიყენეთ შემდეგი რეცეპტი: სუფთა ნიორი დაჭერით წვრილად, დაასხით თაფლი. მიირთვით 1 ჩ.კ. ნარევი ძილამდე. ეს გააძლიერებს იმუნიტეტს.

5. გვავსებს ენერგიით

ხშირად გაგიღვიძიათ დილით უძლურად, თავის ტკივილითა და ცუდი განწყობით? თაფლიანი წყალი ძილის წინ ამ პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ, დილით კი გაცილებით მხნედ იგრძნობთ თავს.

გთავაზობთ დილის სასმელის რეცეპტს: აიღეთ 1 ლ ოთახის ტემპერატურის ანადუღარი წყალი, ჩაამატეთ მასში წვრილად დაჭრილი ლიმონი და გახეხილი ლიმონის ცედრა, ცოტა გახეხილი იმბირი და 1 ს.კ. თაფლი. დილით 0,5 ჭიქა დალიეთ, დანარჩენი კი მთელი დღე. ეს საუკეთესო ენერგეტიკია, ხოლო ვეგეტონევროზიანებისთვის – პირველი დახმარები.

გაუზიარეთ სასარგებლო სტატია მეგობრებს!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: