მთავარი ჯანმრთელობა რატომ მელოტდებიან ქალები და როგორ შევიტყოთ, რომ ეს პროცესი დაწყებულია?

რატომ მელოტდებიან ქალები და როგორ შევიტყოთ, რომ ეს პროცესი დაწყებულია?

by Keti

ქალებს უყვართ თმის მოვლა იმისათვის, რომ ისინი ჯანმრთელი  და ლამაზი იყოს. მაგრამ რაღაც პერიოდში იწყება თმისცვენა და მათი გათხელება (მაგალითად, მშობიარობის შემდეგ). თუმცა ბევრი ფიქრობს, რომ ეს დროებითია და თავისით გაივლის. ხშირად კი გამელოტების პროცესი შეუქცევადია.

არსებობს ალოპეციის (გამელოტების) 4 ძირითადი ტიპი

  1. ანდროგენული – ეხებათ 12-დან 40 წლამდე ქალებს
  2. კეროვანი – უეცარი ადგილობრივი გამელოტება მრგვალი ან ოვალური ფორმის
  3. ნაწიბუროვანი – კანის ნაწიბურების ადგილას თმის შეუქცევადი ცვენა
  4. ტრავმატული – გამოწვეული თმის მოვლის საშუალებების ბოროტად გამოყენებით

ანდროგენული ალოპეცია ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. ის აწუხებს ქალების 50%ს.

მამაკაცები თმას კარგავენ შუბლის მიდამოებში, კეფა კი როგორც წესი, ხელშეუხებელია. ქალებისთვის კი დამახასიათებელია გამელოტება თავის მთელ ზედაპირზე თმის ზრდის შუა ხაზის გასწვრივ.

ამის მიზეზი შეიძლება იყოს:

  • ჰორმონული დისბალანსი; მაღალი ტესტოსტერონი
  • ორსულობა
  • აუტოიმუნური დაავადებები
  • საკვერცხეების პოლიკისტოზი
  • ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია
  • ბუდობრივი ალოპეცია
  • ზოგიერთი მედიკამენტი
  • წონის მკვეთრი კლება
  • ქრონიკული ინფექციური დაავადებები
  • სტრესი
  • მჭიდრო ვარცხნილობა
  • B ვიტამინის ნაკლებობა

ნორმად ითვლება, თუ თავი ყოველდღე 50-100 თმის ღერს კარგავს. ამ დროს ალოპეციის დაწყება შეიძლება გამოგვეპაროს და თმის ცვენა დავაბრალოთ სეზონურობას. არსებობს გამელოტების 7 ნიშანი:

  1. თავის ზედა ნაწილში თმის გათხელება.
  2. მცირე მელოტი ადგილების გაჩენა.
  3. სხეულის სხვა ადგილებიდან თმის ცვენა: წამწამები, წარბები…
  4. თმის ცვენის ადგილებში ჩხვლეტის შეგრძნება.
  5. თავის კანის ზედაპირზე წყლულების ან ქერცლის წარმოქმნა.
  6. თმის საფარველისა და ლორწოვანი გარსების სიფერმკრთალე.
  7. წონაში აუხსნელი მატება, განსაკუთრებით, ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციის ფონზე.

ალოპეციის დიაგნოსტირება შეუძლია ექიმ-ტრიქოლოგს. გამელოტების მიზეზის მიხედვით ინიშნება პრეპარატები, მაგალითად, სტეროიდული, შარდმდენი, ჰორმონების მაბლოკირებელი. მკურნალობის ალტერნატიული მეთოდია ლაზერული თერაპია და თმის გადანერგვა. თუმცა ამის აუცილებლობა იშვიათად ხდება.

თმის კარგვა ყველასთვის დიდი ტრავმაა, მაგრამ არ ჩავარდეთ პანიკაში, პროცესის შეჩერება შესაძლებელია, მთავარია დადგინდეს გამომწვევი მიზეზი და მოხდეს სათანადო მკურნალობა!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: