მთავარი რჩევები მეცნიერებმა ახალი აღმოჩენა გააკეთეს: დღეში შეგიძლიათ 25 ფინჯანზე მეტი ყავის დალევა.

მეცნიერებმა ახალი აღმოჩენა გააკეთეს: დღეში შეგიძლიათ 25 ფინჯანზე მეტი ყავის დალევა.

by Keti

ყავის სმა ძალიან სასიამოვნო პროცესია, ეს იქნება სისხამ დილით მირთმეული  ამერიკანო თუ არომატული კაპუჩინო კოლეგებთან ან მეგობრებთან ერთად ლატეს თანხლებით ლაყბობა.

ალბათ ყველა ყავის მოყვარულს აწუხებს კითხვა, თუ დღეში  რამდენი ჭიქის დალევაა დასაშვები ისე, რომ არ ვავნოთ ორგანიზმს. ამ საკითხში ექიმების აზრი სხვადასხვაა. ზოგს მიაჩნია, რომ ყავის ხშირი სმა უარყოფითად მოქმედებს სისხლძარღვებზე. ეს კი თავის მხრივ მაღალი წნევისა და ტაქიკარდიის მიზეზი ხდება.

სხვები ამტკიცებენ, რომ ყავა დადებითად მოქმედებს თავის ტვინის მუშაობაზე და ზრდის მის პროდუქტიულობას. ვის დავუჯეროთ? ამ საკითხზე კვლევების შედეგად კომპეტენტური დასკვნა დადეს ბრიტანელმა მეცნიერებმა.

მათ გამოიკვლიეს 8400 ზე მეტი გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ ჯანმრთელი ადამიანი.

ადამიანები 3 ჯგუფად დაყვეს. პირველში მოხვდნენ ისინი, ვინც საშუალოდ 1 ჭიქა ყავაზე ნაკლებს სვამს დღეში. მეორეში ისინი, ვინც ამ სასმელით დღეში 1-3 ჯერ ტკბება. ხოლო მესამე ჯგუფში გაერთიანდნენ  ადამიანები, რომლებიც 3 ზე მეტ ჭიქას მიირთმევენ დღეში.

ყველა მონაცემის გაანალიზების შემდეგ ექიმები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ყავა არანაირად არ მოქმედებს სისხლძარღვებზე.

მსგავსი გამოკვლევა ჩაატარეს ავსტრალიაშიც 2019 წელს. იქაურმა მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ყავის მე-6 პორციის მერე  გულ- სისხლძარღვთა დაავადებების რისკი 22% ით მატულობს.

სამწუხაროდ, თითოეული ადამიანისთვის ყავის დასაშვებ დოზას ვერ განვსაზღვრავთ. სამაგიეროდ ერთი რამ უტყუარია: ყველაფერი კარგია ზომიერების ფარგლებში. 1- 2 ჭიქა ყავა არავის ავნებს. გადაჭარბება კი არ ღირს.

გაუზიარეთ სასარგებლო ინფორმაცია მეგობრებს!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: