მთავარი სილამაზე საიდუმლო მიზეზები, რის გამოც მუცლის ცხიმებს ვერ იშორებთ

საიდუმლო მიზეზები, რის გამოც მუცლის ცხიმებს ვერ იშორებთ

by guramus

არასწორი დიეტის დაცვა

ჩვენს ორგანიზმს მრავალი სახის ელემენტები, ვიტამინები, კარბოჰიდტარები და ცხიმებიც კი სჭირდება. თუკი თქვენ აქედან რომელიმე მნიშვნელოვან კომპონენტებს გამოაკლებთ, თქვენმა დიეტამ შეიძლება სარგებელზე უფრო მეტი ზიანი მოგიტანოთ.

მხოლოდ ხილისა და ბოსტნეულის ჭამა, ისევე როგორც სწრაფი კვების ობიექტების მენიუთი კვება და დიდი ოდენობით შაქრის და მარილის მიღება ხელს უშლის წონაში კლებას. ამიტომ მნიშვნელოვანია აკონტროლოთ თქვენი დიეტა, რომელიც უნდა შეიცავდეს მაგნესიუმს, ვიტამინებს, ჯანმრთელ ცხიმებს და სხვა მნიშვნელოვან კომპონენტებს.

ვარჯიში მრავალფეროვნების გარეშე

ვარჯიში იდეალური საშუალებაა ზედმეტი წონის მოსაშორებლად. თუმცა, მნიშვნელოვანია არ დაგავიწყდეთ, რომ ის მრავალფეროვანი უნდა იყოს. ყოველი სახის ვარჯიში ჩვენ სხეულზე გარკვეული გზით მოქმედებს. შესაბამისად, არ უნდა მიანიჭოთ მთლიანი პრიორიტეტი მხოლოდ კარდიოს ან გაწელვებს. დაუმატეთ მაღალი დატვირთვის მქონე წონითი ვარჯიშებიც თქვენს მენიუს, ასევე სასურველია ცურვა და საბრძოლო ტექნიკების სწავლაც კი.

ასევე ნუ იფიქრებთ, რომ ასეთი სახის ვარჯიში მხოლოდ სპორტულ დარბაზშია შესაძლებელი. თქვენ შეგიძლიათ ივარჯიშოთ სახლშიც და ქუჩაშიც კი. უბრალოდ ეცადეთ ზედმეტად არ გადაიტვირთოთ, დიდი მონდომება კარგია, თუმცა საკუთარ თავზეც უნდა იზრუნოთ.

ზედმეტად დასტრესვა

სტრესი მთელი სხეულისთვის ცოდია და განსაკუთრებით ეს წონას ეხება. ის გავლენას ახდენს თქვენს დიეტაზე და ასევე ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობაზე ვარჯიშის დროს, რაც ასევე მათ დონეზეც აისახება. დამატებით, სტრესის ჰორმონის მაღალი დონე ცხიმის ფორმაციას იწვევს.

გამოიყენეთ იმის შესაძლებლობა, რომ სტრესი შეამციროთ: ეცადეთ უფრო მეტად განიტვირთოთ, არ იმუშაოთ ნორმაზე უფრო მეტი, დაკავდით დამამშვიდებელი ჰობით და გაატარეთ დრო მეგობრებთან ერთად. როდესაც თავს დამშვიდებულად იგრძნობთ, თქვენი მოტივაცია უფრო დიდი წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ, რაც ცხიმების მოშორებასაც ეხება.

ანდროგენის მაღალი დონე

ბოლო თუმცა ერთ–ერთი ყველაზე სერიოზული მიზეზი პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომია. ეს ნიშნავს დიდი ოდენობით მამაკაცური ჰორმონების არსებობას ქალის ორგანიზმში. ეს გავლენას ახდენს ბევრი ორგანოს ფუნქციონირებაზე რაც იწვევს მაგალითად მენსტრუალურ დარღვევებს, ორსულობის პრობლემებს და დიაბეტს. ამასთანავე, ეს სინდრომი წონაზეც მოქმედებს.

იმისათვის, რომ გაარკვიოთ თქვენ ორგანიზმში არსებული ანრდოგენების დონე, გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია. საერთო ჯამში ქალის მიერ არასასურველი ცხიმების რაოდენობის დაკარგვაზე თითქმის ყოველთვის, ერთზე მეტი ფაქტორია პასუხისმგებელი, რის გამოც ყოველთვის კარგად უნდა შეაფასოთ თქვენი ყოველდღიური ცხოვრების წესი და ორგანიზმის მდგომარეობა.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: