მთავარი რჩევები ამ მეთოდის დახმარებით დედათქვენს სიცოცხლეს გაუხანგრძლივებთ

ამ მეთოდის დახმარებით დედათქვენს სიცოცხლეს გაუხანგრძლივებთ

by guramus

გადადეთ დაქალებთან ერთად გასართობად წასვლა და გაატარეთ საღამო დედასთან ერთად. ამით თქვენ შეიძლება მას დამატებით დროს ჩუქნიდეთ. ახალმა კვლევებმა გამოავლინა, რომ როდესაც ისეთ ადამიანებთან ვატარებთ დროს, რომლებიც გვიყვარს, ეს მათ გამოცოცხლებას იწვევს, სიცოცხლის ბოლო წლებშიც კი. ახლა კი დაფიქრდით ვინ უყვარს დედათქვენს ყველაზე მეტად. დიახ, თქვენ!

კალიფორნიის უნივერსიტეტის ექიმებმა ჩაატარეს კვლევა, რომელშიც 1600 ადამიანი იღებდა. ისინი სამოც და სამოცდაათ წელს მიღწეული მარტოსული ადამიანები იყვნენ და მათზე დაკვირვებით სურდათ გამოეკვლიათ, ჰქონდა თუ არა სიმარტოვეს რეალური ეფექტი სიცოცხლის ხანგრძლივობაზე.

6 წლიანი კვლევისა და ექსპერიმენტების შემდეგ, მეცნიერებმა აღმოაჩინეს რომ სიმარტოვეს უდიდესი გავლენა აქვს მოხუცებული ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. მათ, ვინც განაცხადა რომ საყვარელი ადამიანების გარემოცვაში უწევდათ ყოფნა და მნიშვნელოვანი ურთიერთობეი ჰქონდათ სიცოცხლის ბოლო წლებშიც, ცხოვრობდნენ უფრო დიდხანს ვიდრე ისინი, რომლებმაც განაცხადეს რომ თავს მარტოსულად გრძნობდნენ. მარტოობა მათ სიკვდილთან უფრო სწრაფად აახლოვებდათ.

კვლევის მიხედვით, სიკვდილის გამოწვევა ასევე შეუძლია ნეგატიურ ფსიქოლოგიურ შეგრძნებებსაც, რაც ჯანმრთელობის გაუარესებას უწყობს ხელს. ერთ–ერთი მათგანი მარტოობის შეგრძნებაა, რაც ზოგადად არამარტო იმ მომენტს გულისხმობს, როდესაც დამლაპარაკებელი არავინ ჰყავს ადამიანს, არამედ ზოგადად იმ სიტუაციას მოიცავს, როდესაც ადამიანს მნიშვნელოვანი და რაიმეს მთქმელი კავშირი და ურთიერთობა არ აქვს არავისთან, კონკრეტულად კი იმ ადამიანებთან, რომელიც მას უყვარს და ღრმად ღელავს მათზე.

ჩასვით თქვენ დედასთან გასატარებელი დრო თქვენს განრიგში. მოიწვიეთ იგი თქვენს შვილებთან ერთად საუზმეზე, ჰკითხეთ მას რჩევები და სთხოვეთ მას გამოგყვეთ საყიდლებზე. თუკი მასთან ახლოს არ ცხოვრობთ, ეცადეთ ესტუმროთ უფრო ხშირად და თუკი თქვენი განრიგი ამის საშუალებას არ გაძლევთ, ეცადეთ დაურეკოთ უფრო მეტჯერ და არ მოერიდოთ მასთან ყოველდღიურ პრობლემებსა თუ სიხარულზე საუბარს.

თუკი იგი მარტო ცხოვრობს, მეცნიერები გირჩევენ რომ მოხუცებულთა თავშესაფარში მისი მოთავსება უკეთესი აზრია. ასეთ გარემოცვაში მას მეგობრების გვერდით ყოფნის უფრო მეტი შანსი აქვს, ასევე არ მოაკლდება ფიზიკური აქტივობებიც, რაც საერთო ჯამში სიცოცხლის ხალისს შეუნარჩუნებს. მიუხედავად იმისა, თუ რას იტყვიან სხვები, ამით თქვენ მის სიცოცხლის ხანგრძლივობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებთ.

მზად ხართ აიღოთ ტელეფონი და დედას დაურეკოთ? მისთვის თქვენი ფსიქოლოგიური თანადგომა და ახლო კავშირი მართლაც მნიშვნელოვანი ფაქტორია ხანგრძლივი ცხოვრებისათვის.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: