მთავარი სილამაზე ამ ცნობილი პროდუქტების ჭამა თქვენს სწრაფ დაბერებას იწვევს

ამ ცნობილი პროდუქტების ჭამა თქვენს სწრაფ დაბერებას იწვევს

by guramus

შაქარი პროტეინს ანადგურებს

შაქარი წონაში მომატებაზეა პასუხისგებელი, ასევე ნაოჭების გაჩენასა და კანის გაწელვაში, რითაც საერთო ჯამში თქვენს ჯანმრთელობას ვნებს. ბევრი შაქრის მიღება ისეთ პროცესების წამოწყებას იწყებს, რომლის წყალობითაც გლუკოზა პროტეინთან შერწყმას იწყებს. ეს პროცესი აზიანებს თქვენი კანის კოლაგენს, რადგან პროტეინი თქვენი კანის სიმკვრივეზეა პასუხისმგებელი და ეს პრობლემა ნაოჭების წარმოქმნას უწყობს ხელს.

ალკოჰოლი იწვევს ტოქსიკური ნივთიერებების დაგროვებას

იშვიათად ერთი ჭიქა ღვინის დალევა არანაირ ზიანს არ მოუტანს თქვენს სხეულს, თუმცა რეგულარული სმა თქვენს ღვიძლს უქმნის პრობლემებს. როდესაც თქვენი ღვიძლი კარგად მუშაობს, ტოქსიკური ნივთიერებები ორგანიზმიდან ნატურალური გზით გაედინება. თუმცა, თუკი მათი დაგროვება მოხდება თქვენს ღვიძლში და როგორც წესია ისე არ დაიშლებიან, ამას შეუძლია გამოიწვიოს ისეთი კანის პრობლემები, როგორიცაა გამონაყარი, გასიება, ნაოჭები, სიწითლე და გამოშრობა.

მარილი წყლისგან დაცლაში გიშლით ხელს

მოჭარბებული მარილი შეილება ბევრ პროდუქტში ვიპოვოთ, მაგალითად ყველში, პიცაში, ჩიფსებში, კრეკერებში, შვრიის ფაფაში და ა.შ მარილი სხეულს აიძულებს დააკავოს ორგანიზმში წყალი და უფრო გასიებულ ვიზუალს განიჭებთ. ეს ასევე უჯრედებს აიძულებს შევიწროვდნენ, რაც დეჰიდრატაციას იწვევს. წყლის მიწოდებას მოკლებული კანი ნაოჭებს იჩენს და ამის გამო უფრო სწრაფად ბერდება.

გადამუშავებული ხორცი დეჰიდრატაციას იწვევს

ბევრისთვის საყვარელი სოსისები, ბეკონი და მსგავსი სახის ხორცპროდუქტები შეიცავს დიდი ოდენობით მარილს და მის შემნახველ ნივთიერებებს. გადამუშავებული ხორცის მირთმევა იწვევს დეჰიდრატაციას და ანთებებსაც იწვევს. უფრო მეტიც, ასეთი პროდუქტები სხეულში C ვიტამინის რაოდენობას ამცირებენ, რომელიც მნიშვნელოვანია კოლაგენის ფორმაციისათვის. შეეცადეთ ჩაანაცვლოთ გადამუშავებული ხორცები ქათმის ან ინდაურის ხორცით. თუკი ეს თქვენთვის ზედმეტად ძნელია, მაშინ შეეცადეთ ისინი შედარებით ნაკლები რაოდენობით მიირთვათ და დაუმატეთ მათ ბოსტნეული.

კოფე და კოფეინის შემცველი სასმელები თქვენს კარს აშრობს

კოფეინი დიურეტიკია, რაც თქვენ სითხის გამოყოფას გაიძულებთ და შედეგად სინესტის ნაკლებობას იწვევს თქვენს ორგანიზმში. ეს თქვენს კანს ხდის უფრო მშრალს და სენსიტიურს. თუმცა, საბედნიეროდ ამ პრობლემის საკმაოდ მარტივად გადაჭრაა შესაძლებელი. უბრალოდ მიირთვით დამატებით ერთი ჭიქა წყალი ყოველი დალეული ყავის ფინჯანის გაწონასწორებისათვის.

ცხარე საჭმელები იწვევენ სიწითლეს და შეშუპებას

ცხარე საკვებს შეუძლია თქვენი სისხლის არტერიების შეშუპება გამოიწვიოს. ეს იწვევს კანის შეწითლებას და უფრო მოხუცებული იერის მიღებას. არაფერია ცუდი იმაში, თუკი ზოგჯერ გემრიელ ცხარე კერძს მიირთმევთ, თუმცა რეგულარული ცხარე მენიუთი თავის განებივრება გამოიწვებს ობობისებრ ვენებს და შეშუპებას, ასევე შესაძლოა სამუდამო სიწითლის სიმპტომიც გაგიჩნდეთ.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: