მთავარი რჩევები ამ ინფორმაციას რომ წაიკითხავთ, ყავასთან ერთად ყოველთვის დალევთ წყალს

ამ ინფორმაციას რომ წაიკითხავთ, ყავასთან ერთად ყოველთვის დალევთ წყალს

by Keti

ყველამ ვიცით, რომ ყავასთან ერთად წყლის დალევაცაა მიღებული. აღმოჩნდა, რომ ეს რიტუალი არ არის გაუგებარი ეტიკეტი. ეს ყველა ყავის მოყვარულმა უნდა იცოდეს!

რატომ უნდა მივაყოლოთ ყავას წყალი

ყავის მარცვალი 2 ნაწილისგან შედგება: გარსი, რომელიც კოფეინს შეიცავს და შიდა ნაწილი, რომელშიც ალკალოიდი – თეობრომინია.

როცა ვსვამთ მარცვლოვან ყავას, კოფეინი და თეობრომინი ორგანიზმში ერთად ხვდება. მოქმედებას კი მორიგეობით იწყებენ, ჯერ კოფეინი გვამხნევებს და გვაძლევს ენერგიას.

ეს იმიტომ ხდება, რომ ორგანოთა სისხლძარღვები ვიწროვდება, გარდა თირკმელისა. ეს უკანასკნელი ფართოვდება. შედეგად წნევა მატულობს და გვინდება მოშარდვა. 25 წუთის შემდეგ კოფეინის მოქმედება მთავრდება.

შემდეგ მოქმედებს თეობრომინი, რომელსაც საპირისპირო ეფექტი აქვს – ის ორგანიზმს ადუნებს. დალევიდან 30 წუთის შემდეგ ჩნდება დაღლილობის შეგრძნება და კვლავ ძილი გვინდება.

თუ სვამთ ყავას, ყოველი ყლუპის შემდეგ მას ყლუპი წყალი მიაყოლეთ, რათა თავიდან აიცილოთ სისხლის მიმოქცევის დარღვევა თირკმლებში.

ასევე წყალი ასუსტებს კოფეინის მოქმედებას, ამიტომ გული შედარებით ნაკლებად იფრიალებს.

საინტერესო ფაქტი ხსნადი ყავის შესახებ

ხსნად ყავაში კოფეინი არ არის, მას ყავის შიდა ნაწილისგან ამზადებენ, სადაც თეობრომინია. გარსისგან სამედიცინო პრეპარატები და ენერგეტიკები მზადდება. ამიტომ ხსნადი ყავა არ ამხნევებს, ის ძილიანობას იწვევს.

ხსნადი ყავის შემდეგ 1 სთ თავს დაღლილად იგრძნობთ, ამ დროსაც რეკომენდებულია, წყლის მიყოლება. თუმცა ხსნად ყავას შავი ჩაი სჯობს, სადაც კოფეინი გაცილებით მეტია, თეობრომინი კი საერთოდ არ არის.

თუ გიყვართ ყავა, არ შეწყვიტოთ ხავის მიღება, მას უბრალოდ წყალი მიაყოლეთ და შეასუსტეთ მისი ნეგატიური მოქმედება. გაუზიარეთ ეს სასარგებლო სტატია მეგობრებს!