მთავარი სილამაზე ლოყების გასახდომი 8 ვარჯიში: ლამაზი და თხელი სახე გარანტირებულია

ლოყების გასახდომი 8 ვარჯიში: ლამაზი და თხელი სახე გარანტირებულია

by Keti

ვარჯიშის დროს, ხშირად სახე გვავიწყდება. ლოყები, ისევე როგორც სხეულის სხვა ნაწილები, საჭიროებს ვარჯიშს ფორმაში მოსაყვანად. ამ დროს გენეტიკაც დიდ როლს თამაშობს, მაგრამ თუ ანჯელინა ჯოლივით არ გაგვიმართლა სხეულის ფორმებში, ვარჯიში ხომ ჩვენს ხელთაა!

ჩვენ მოგიმზადეთ 8 ყოველდღიური სავარჯიშო, რომელიც თქვენს ლოყებს მოკლე ვადაში დაათხელებს.

1. იხვის სახე

ვარჯიშდება ლოყის ცენტრალური ნაწილი. შეჭმუხნთ ტუჩები და გააღეთ პირი. გამოსწიეთ ტუჩები წინ და მაქსიმალურად დაჭიმეთ.

გამეორება: 15ჯერ

2. ნახევრად დაჯღანული

წარმოიდგინეთ რაიმე საშინელი მიმი ან ცუდი ხუმრობა და ცალ მხარეს დაიჯღანეთ, კისრის ძარღვების დაჭიმული უნდა იყოს. შეამოწმეთ სარკეში.

გამეორება: 15ჯერ

3. თევზის სახე

ეს სახე ყველამ იცის. ამ შემთხვევაში 15 წამით უნდა გაჩერდეთ ასეთი სახით.

გამეორება: 10ჯერ

4. ლოყის ზედა ძვლები

ეცადეთ ოვალურად გაიღიმოთ და ლოყების ზედა ნაწილი მაქსიმალურად მაღლა ასწიოთ. არ დაგავიწყდეთ დაჭიმვა. გაჩერდით ასე 30 წამი.

5. დახუჭული თვალები

რთული დასაჯერებელია, მაგრამ თვალების მკვეთრ დახუჭვასაც შეუძლია სახის გავარჯიშება. დაჭიმეთ სახე მაქსიმალურად და თვალების ძლიერი დახუჭვით, ავტომატურად გაიღიმებთ.

გამეორება: 15ჯერ

6. ნიკაპის აწევა

ეცადეთ რაც შეიძლება მაღლა ასწიოთ ნიკაპი და დაჭიმოთ სახე ამ მიდამოში.

გამეორება: 15ჯერ

7. გვერდული კოცნა

წარმოიდგინეთ, რომ ფრანგ მეგობარს ხვდებით და ორივე მხარეს უნდა გადაკოცნოთ. გასწიეთ ტუჩები მაქსიმალურად გვერდულად.

გამეორება: 15ჯერ

8. ყბის ვარჯიში

ეს ვარჯიში ჭიმავს სახეს და წვავს ცხიმებს. მიაწექით ენით ქვედა კბილებს და გააღეთ პირი როგორც შეგიძლიათ.

გამეორება: 15ჯერ

ბონუსი: ენის პოზირება

ენას შეიძლება ცუდი პოზიცია ჰქონდეს ხშირ შემთხვევაში, ისევე როგორც სხეულს. ეს კი ხშირად სახის გამომეტყველებასაც ულამაზოს ხდის. დარწმუნდით, რომ თქვენი ენა და კბილები თანაბარ პოზიციაშია, ერთ სიბრტყეზე. თუ ენას ზემოთ წევთ ან ზედმეტად ქვემოთ, მაშინ როგორც მინიმუმ ღაბაბი გამოგიჩნდებათ. ენა პირის ფსკერზე უნდა იყოს და მსუბუქად ეხებოდეს კბილებს.

თქვენ გაქვთ რაიმე მეთოდი სახის გასალამაზებლად? მოგვიყევით კომენტარებში, რომელია თქვენი ფავორიტი!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: