მთავარი რჩევები აი, ვის კბენენ კოღოები ყველაზე დიდი სიამოვნებით?!

აი, ვის კბენენ კოღოები ყველაზე დიდი სიამოვნებით?!

by Keti

ცნობილია, რომ კოღოები ზოგ ადამიანს უფრო ხშირად კბენენ, ხოლო ზოგს პრაქტიკულად არასოდეს. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს, რის გარკვევასაც თქვენთან ერთად შევეცდებით.

რატომ გვკბენენ კოღოები

1. სისხლის ჯგუფი

სხვადასხვა ჯგუფის სისხლი ქიმიური შემადგენლობით განსხვავდება ერთმანეთისგან. ექსპერიმენტულად დადასტურდა, რომ პირველი ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანების 50%-ზე მეტი კოღოების მიერ იკბინება. გარდა ამისა, კოღოები უფრო ხშირად კბენენ რეზუს უარყოფითი ფაქტორის მქონე პირებს. ხოლო, სისხლის მე-4 ჯგუფის მქონე ადამიანებს, ყველაზე მეტად გაუმართლათ. მათი სისხლით კოღოები ყველაზე ნაკლებად ინტერესდებიან.

2. სხეულის ზომები

კოღოსთვის ორიენტირს წარმოადგენს ადამიანის მიერ გამოყოფილი ნახშირორჟანგი. ამიტომ, მსხვილი ადამიანები, რომლებიც მეტ CO2-ს გამოყოფენ, კოღოებისთვის უფრო მიმზიდველ სამიზნეს წარმოადგენენ.

3. ფიზიკური დატვირთვა

კოღოები რეაგირებენ რძემჟავაზე, რომელიც კუნთებში ფიზიკური დატვირთვის შედეგად წარმოიქმნება და ოფლთან ერთად გამოიყოფა. ამიტომ, თქვენ ყველაზე მიმზიდველი ხართ კოღოსთვის სირბილის შემდეგ. გარდა ამისა, ფიზიკური დატვირთვის შედეგად იმატებს სხეულის ტემპერატურა, რაც ასევე შეუმჩნეველი არ რჩება კოღოსთვის. ამიტომ, ხშირად მიიღეთ შხაპი და ოფლის სუნთან ერთად, კოღოებისგანაც გათავისუფლდებით.

4. კვება

ზოგიერთი პროდუქტი, მაგალითად: ყველი, სოიო, იოგურტი, დამარინადებული ბოსტნეული ასევე წარმოქმნიან დიდი რაოდენობის რძემჟავას კანის ზედაპირზე, რაც როგორც ზემოთ ვახსენეთ, იზიდავს კოღოებს.

5.ორსულობა

აღმოჩნდა, რომ ორსულ ქალებს კოღოები 2 ჯერ უფრო ხშირად კბენენ. საქმე აქაც co2 ის ჭარბად გამოყოფაშია, განსაკუთრებით ორსულობის ბოლო თვეებში, ეს პროცესი 21% ით იმატებს.

6. ალკოჰოლი

აღმოჩნდა, რომ კოღოები უფრო ხშირად კბენენ მათ, ვისაც ალკოჰოლური სასმელი აქვს მიღებული, ვიდრე მათ ფხიზელ თანამგზავრებს. ეს აიხსნება იმით, რომ მწერებს იზიდავს დამპალი ხილი, რომელშიც სპირტი წარმოიქმნება.

ნასვამი ადამიანის ორგანიზმიდან ოფლთან ერთად გამოყოფილი ეთანოლი კოღოსთვის იმის სიგნალია, რომ კვების დრო მოვიდა.

თუ შენ სისხლის პირველი ჯგუფი და უარყოფითი რეზუს- ფაქტორი გაქვს, ასევე  გიყვარს ჰაერზე სმა, აუცილებლად უნდა გამოიყენო კოღოებისგან დამცავი ნატურალური საშუალებები, რომლებიც არ ვნებს ორგანიზმს და დაგიცავთ მომაბეზრებელი მწერებისგან.

გაუზიარეთ სასარგებლო ინფორმაცია მეგობრებს!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: