მთავარი კულინარია სალათა მარწყვითა და ქათმით

სალათა მარწყვითა და ქათმით

by Keti

მარწყვი ვიტამინებით სავსე გემრიელი ხილია. შესანიშნავია როგორც ცალკე, ასევე ნაყინთან და ნამცხვრებთან ერთად. მაგრამ არამარტო! აღმოჩნდა რომ ძალიან უხდება სალათებს, მათ შორის ხორცის და თევზისაც კი! ასეთ კერძებს უხდება ნებისმიერი ზეთი, ასევე არაჟანი და იოგურტი.

მარწყვი და ისპანახი ყველაზე მომგებიანი შეთანხმებაა. მის საფუძველზე კულინარებმა შექმნეს არაერთი რეცეპტი. დღეს გთავაზობთ ქათმის ფილეს სალათას მარწყვით.

ინგრედიენტები

  • 200 გ ქათმის ფილე
  • 2 კონა ისპანახი
  • 2 ს. კ. ლიმონის წვენი
  • 1 ჩ. კ. დიჟონის მდოგვი
  • 0,5 კონა ოხრახუში
  • 0,5 ს. კ სუნელი კარი
  • 150 გ მარწყვი
  • 2 ს. კ. ზეითუნის ზეთი
  • 1 ს. კ თაფლი
  • 0,5 ჩ. კ. ზღვის მარილი
  • შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. მოამზადეთ საწებელა. შეურიეთ ზეთი, ლიმონის წვენი, მდოგვი, თაფლი, მარილი, პილპილი, მწვანილი. აურიეთ და შედგით მაცივარში 20 წუთით.
  2. ქათმის ფილე დაჭერით, მოაყარეთ კარი, აურიეთ და შეწვით. გააციეთ.
  3. ისპანახი გარეცხეთ, დაჭერით ან დახიეთ. მარწყვი გარეცხეთ და დაჭერით მსხვილ ნაჭრებად.
  4. სასალათეზე დაალაგეთ ქათმის ნაჭრები, ისპანახი, მარწყვი. მოასხით საწებელი, აურიეთ და მიიტანეთ სუფრასთან
  5. შეგიძლიათ სალათა მიიტანოთ პორციულად. ამისთვის, ინგრედიენტებგი დაალაგეთ ბრტყელ თეფშებზე ფენებად მითითებული რიგითობით. მოასხით სოუსი, მაგრამ არ აურიოთ.

უამრავი რეცეპტი არსებობს კენკროვანების გამოყენებით. კულინარიაში მთავარია არ შეგეშინდეთ ექსპერიმენტების და ყური მიუგდოთ თქვენს საგემოვნო შეგრძნებებს.

გემრიელად მიირთვით და არ დაგავიწყდეთ ექსპერიმენტის შედეგების გაზიარება მეგობრებისთვის!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: