მთავარი რჩევები მშვიდობით, კოღოებო! ბუნებრივი და ხელმისაწვდომი საშუალებები შემაწუხებელი მწერებისგან დასაცავად.

მშვიდობით, კოღოებო! ბუნებრივი და ხელმისაწვდომი საშუალებები შემაწუხებელი მწერებისგან დასაცავად.

by Keti

როგორც კი ცხება, კოღოები მაშინვე ასპარეზზე გამოდიან ზაფხულის მთელ იდილიას არღვევენ. არსებობს მათ წინააღმდეგ სხვადასხვა ქიმმიური საშუალება, მაგრამ ისინი არც ჩვენთვისაა უსაფრთხო.

ტოქსიკური საშუალებები რომ არ გამოვიყენოთ, ჩვენ ბუნებრივებსა და ხელმისაწვდომებს შემოგთავაზებთ:

1. ეთერზეთები

კოღოებს არ უყვართ მიხაკის, ანისისა და ევკალიპტის სუნი. დაასველეთ მათი ზეთით ბამბის დისკი და დადეთ რაფაზე ან საწოლთან ახლოს. ზეთების წასმა სხეულზეც შეგიძლიათ.

მიხაკის ზეთი სასიამოვნო სუნისაა, მაგრამ იწვევს კანის ქავილს და მხოლოდ 10-15 წუთი მოქმედებს, სამაგიეროდ, ტოქსიკური არ არის. შეგიძლიათ მშრალი მიხაკის გამოყენებაც: 5 გ მიხაკი 1 ჭიქა წყალზე ადუღეთ 15 წუთი. ნახარშის 10 წვეთი შეურიეთ 1 ს.კ. სპირტს და წაისვით სხეულის ღია ნაწილებზე.

2. ელდერბერი

აგარაკის სახლის გარშემო დარგით ელდერბერი, ის ყოველმხრივ სასარგებლოა. მისი ჩაი გაციებას შველის და თავად მცენარე აფრთხობს მწერებს.

3. გვირილა

ძველი ხალხური საშუალება – სპარსული ან კავკასიური გვირილა. მისი გამხმარი ნაწილები დაფქული სახით დაალაგეთ ბინაში.

4. აბზინდას ნახარში

სახეზე არც ერთი მწერი აღარ შეგეხებათ, თუკი აბზინდას ფესვის ნახარშით დაიბანთ. 1 მუჭა მცენარეს 1,5 ლ წყალი დაასხით და აადუღეთ.

5. ჭანგას ნახარში

ერთ-ერთი გავრცელებული სარეველა,ლ რომელიც ებრვის კოღოებს. 1 მუჭა ჭანგას ფესვს დაასხით 1,5 ლ წყალი და 3ჯერ წამოადუღეთ. ნახარშით დაიბანეთ სახე და ხელები.

6. ვანილინი

აურიეთ ვანილინი და საბავშვო კრემი 1:10 პროპორციით. წაისვით სხეულის ღია ადგილებში.

7. ღვია 

კოცონის გარშემო თუ იქნებით, ცეცხლში ღვიის წიწვი.

8. პომიდვრის ფოთლები

ამ ფოთლების სუნს კოღოები სასტიკად ვერ იტანენ. საკმარისია პომიდვრის მოყვანა ქოთნებში და მისი დადგმა თაროზე.

9. კედარის ზეთი

ის აშინებს კოღოებს, ბუზებს, ტარაკნებს…

10. ბალზამი ,,ოქროს ვარსკვლავი”

არ დაივიწყოთ ეს ძველი მალამო და წაისვით ტანზე ალაგ-ალაგ. ოთახში კი მისი თავღია ქილა დატოვეთ.

11. კარბოლის მჟავა

ეფექტურია მწერების წინააღმდეგ. საკმარისია ღამე მიასხათ ის კედელს საწოლთან ან დაისველოთ ხელი, სახე, შემდეგ კი მშვიდად იძინოთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ ნადირობის, თევზაობის დროს, ტბის პირას, სადაც მილიონობით კოღოა…

გაუზიარეთ ეს სასარგებლო სტატია მეგობრებს!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: