მთავარი რჩევები ყველაზე დიდი შეცდომები, რომელიც სწორად ვარჯიშში ხელს გიშლით

ყველაზე დიდი შეცდომები, რომელიც სწორად ვარჯიშში ხელს გიშლით

by guramus

ზედმეტი შრომა

ზედმეტი მონდომება უფრო მეტ ზიანს მოგიტანთ, ვიდრე კარგს. როდესაც თქვენი მიზანი კუნთების გამოწრთობაა და არა მხოლოდ ცხიმების დაწვა, თქვენ უნდა ჭამოთ ბევრი და არ ინერვიულოთ ცხიმის მომატებაზე. ასევე ბევრი კარდიოს კეთებაც შესაძლოა საწინააღმდეგო შედეგის მომტანი გამოდგეს. თუკი თქვენ ბევრს ვარჯიშობთ ან ზედმეტად კავდებით კარდიოთი, მაშინ თქვენ კალორიების იმ დადებით ნორმას ჩამოცდებით, რაც საჭიროა კუნთების ჩამოსაყალიბებლად.

არასწორი საჭმელის ჭამა

ადამიანების უმრავლესობა, რომელიც კუნთების მოსამატებელი ვარჯიშებს იწყებს, თვლის რომ მათ მხოლოდ პროტეინის მიღება სჭირდებათ ამ მიზნის მისაღწევად. მიუხედავად იმისა, რომ პროტეინი მართლაც მნიშვნელოვანია, კარბოჰიდრატებისა და ცხიმის დაიგნორება რეკომენდირებული არ არის. კარბოჰიდრატები გამარაგებენ ენერგიით, რომელიც ორგანიზმს სჭირდება კუნთების გამოსაკვეთად, მაშინ როდესაც ცხიმები ტესტოსტერონსა და სხვა ზრდის ჰორმონებზე აგებენ პასუხს.

ინტენსიური წონის ვარჯიშების დაიგნორება

ადამიანის სხეულის დიზაინი ენერგიის შენახვაზეა მორგებული, რათა ჩვენ შიმშილი არ მოგვიწიოს. ამის შედეგად, სხეულს ნატურალურად არ სურს კუნთების შექმნა. წონითი ვარჯიშების სესიები მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმ გზაზე, რომლითაც თქვენს სხეულს კუნთების წარმოქმნას აიძულებთ. მიუხედავად იმისა, თუ რამდენჯერ აწევა გაქვთ დაგეგმილი ან რამდენ სესიად აპირებთ ვარჯიშს, ასაწევი წონა იმდენად დიდი უნდა იყოს, რომ თქვენ უდიდესი მონდომება გჭირდებოდეთ საჭირო რაოდენობის ვარჯიშების შესასრულებლად. ეს ვარჯიში საკმარისი უნდა იყოს პროტეინის სინთეზის სტიმულისათვის.

არასტაბილური ვარჯიშის განრიგი

არათანმიმდევრულად თუ მოიქცევით, მთელს თქვენს ნაშრომს წყალში ჩაყრით. თუკი არასტაბილურად ივარჯიშებთ, მთელი თქვენი პროგრესი დაიკარგება იმის მაგივრად, რომ გაიზარდოს და რეალური შედეგი განახოთ. თქვენ სწორედ ეს მეორე იდეალური ვარიანტი გაწყობთ და სხვა არაფერი. აუცილებლად გაწერეთ სწორად თქვენი ყოველკვირეული ვარჯიშის განრიგი და დაიცავით იგი ყოველი კვირის განმავლობაში. მნიშვნელობა არ აქვს რამდენ დღეს გამოყოფთ ვარჯიშისათვის, მთავარია დათქმულ დროს სხვა საქმით არ დაკავდეთ და დაწყებული ვარჯიშის სისტემის პროგრესი წყალში არ ჩაყაროთ ერთი დღის გაცდენით.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: