მთავარი ჯანმრთელობა ტანსაცმლის სახეობები, რომლის ყოველდღიური ხმარებაც სიცოცხლისთვის საშიშია

ტანსაცმლის სახეობები, რომლის ყოველდღიური ხმარებაც სიცოცხლისთვის საშიშია

by guramus
მოტკეცილი ჯინსები

კარგი ჯინსები ყველაზე უნივერსალური სამოსია მსოფლიოში. ბევრი გოგო და ქალი ირჩევს მოტკეცილ ჯინსებს საკუთარი ლამაზი თეძოებისა და ფეხების ფორმების გამოსაკვეთად.

თუმცა, სამწუხაროდ ასეთი სტილის ჯინსებს სისხლის მიმოქცევის შეფერხება შეუძლიათ რაც ვარიკოზული ვენების პრობლემას და ცელულითს იწვევს.

კანს ამ დროს არ შეუძლია სუნთქვა, რადგან სამოსი ზედმეტად ახლოსაა სხეულთან და ჩაბრუნებული თმებიც კი შეიძლება წარმოიქმნან ასეთ დროს ბიკინისა და თეძოების არეში.

ფეხსაცმელები ბრტყელი ძირით

ერთი შეხედვით ბრტყელძირიანი ფეხსაცმელები შეიძლება უსაფრთხო ჩანდეს. თუმცა ექიმები ამტკიცებენ, რომ ასეთ ფეხსაცმელებს დიდი ზიანის მოყენება შეუძლიათ თქვენი ჯანმრთელობისათვის, რადგან ისინი წონის თანაბრად გადანაწილებას უშლიან ხელს.

მათი მოხმარებისას სიარულის დროს შოკის შთანთქმის პროცესი ნულს უტოლდება. ეს შეიძლება თქვენი ვენების გადიდების გამომწვევი გახდეს, რაც მათ ელასტიურობას აკარგვინებს და თვითონ ფეხი ხდება ბრტყელი. ეს იწვევს ზურგისა და ფეხის ტკივილს. უფრო მეტიც ამას შეიძლება კოჭების დეფორმაციაც კი მოყვეს.

მზის სათვალეები

მზის სათვალეები არამარტო ტრენდული აქსესუარია, არამედ ის აბსოლიტური საჭიროებაც კი ხდება მაშინ, როდესაც მზე ზედმეტად კაშკაშაა. თუმცა, არ შეიძლება მათი ხმარება საღამოს ან შიგნით ყოფნისას მაშინ, როდესაც ირგვლივ საკმარისი სინათლე არ არის.

ეს თქვენს თვალებზე ზედმეტ დაძაბულობას დააკისრებს და კატარაქტის გაჩენის რისკს გაზრდის. ამასთანავე უფრო მეტიც, თქვენი მზის სათვალეები აუცილებლად გაწმენდილი უნდა გქონდეთ ყოველთვის, ასევე არ გამოიყენოთ ისეთი სათვალეები, რომლებიც მზის საზიანო სხივებისგან ას პროცენტიან დაცვას არ გთავაზობენ.

პიჟამა

როგორ შეუძლია ვინმეს კომფორტული პიჟამის გარეშე იცხოვროს, განსაკუთრებით კი ზამთარში? და როგორ შეიძლება მან თქვენს ჯანმრთელობას ავნოს? საქმე იმაშია, რომ ზედმეტად მოჭერილი პიჟამები ან ზედმეტად თბილი პიჟამები სხვადასხვა სახის ბაქტერიის გაზრდას უწყობს ხელს, რამაც შეიძლება კანის გაღიზიანება, სოკო ან ინფექციები გამოიწვიოს.

ქალები, რომლებსაც ხშირად აქვთ სოკოს პრობლემა, ექიმების რჩევის მიხედვით უმჯობესია თუ პიჟამების გარეშე დაიძინებენ.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: