მთავარი კულინარია როგორ მოვამზადოთ პაშტეტი ქათმის ღვიძლით

როგორ მოვამზადოთ პაშტეტი ქათმის ღვიძლით

by Keti

ნამდვილად გემრიელ პაშტეტს აქვს განსაკუთრეული გემო და რბილი სტრუქტურა. ძალიან უხდება გახუხულ პურს. სახლის პირობებშიც შესაძლებელია შესანიშნავი პაშტეტის მომზადება, მთავარია სწორი რეცეპტი გქონდეთ. ამ უკანასკნელს შესაბამის ვიდეოსთან ერთად გაგიზიარებთ ჩვენ დღეს.

ინგრედიენტები

  • 500 გ ქათმის ღვიძლი
  • 200 გ სალა
  • 2 ცალი კვერცხის გული
  • 100 მლ ნაღები
  • 0,5 ჭიქა ფისტები
  • 1ჭიქა ქათმის ბულიონი
  • 2 ცალი პური
  • 50 გ კარაქი
  • 50 მლ კონიაკი
  • მუსკატის კაკალი გემოვნებით
  • მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. დაჭრილ თეთრ პურს დაასხით ბულიონი. მოხარშე შესქელებამდე, შემდეგ გააციეთ.
  2. ქათმის ღვიძლი გარეცხეთ და გაატარეთ ხორცსაკეპში სალასთან ერთად. დაამატეთ პურის მასა, კვერცხის ცილა,  ნაღები, კონიაკი, სანელებლები, მარილი და ათქვიფეთ მიქსერით.
  3. საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი, გადაიტანეთ მასში ღვიძლის მასა. ფორმა ჩადგით ცივწყლიან ჭურჭელში და დააფარეთ ფოლგა. შედგით 120 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 90 წუთით.
  4. ფისტები დააქუცმაცეთ ბლენდერში.
  5. ქათმის პაშტეტი გააციეთ, დაყავით საპორციო ნაჭრებად, დაამრგვალეთ და ამოავლეთ დაქუცმაცებულ …………..ში.

ასეთი სახით გაფორმებული პაშტეტის ბურთულები მიართვით სტუმრებს, ხოლო საოჯახო გარემოცვაში შეგიძლიათ დანის წვერით ამოიღოთ პაშტეტი და გადაუსვათ ახლადგახუხულ პურს. უგემრიელესია!

ნახეთ ვიდეო და გაუზირეთ რეცეპტი მეგობრებს სოცქსელში.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: