მთავარი რჩევები სახამებელი თუ არა: აი, რომელი ბოსტნეული უნდა მიიღოთ, რომ არ გასუქდეთ

სახამებელი თუ არა: აი, რომელი ბოსტნეული უნდა მიიღოთ, რომ არ გასუქდეთ

by Keti

ბევრი ბოსტნეულის მიღება ყოველდღიურ რაციონში ძლიერი ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი ფაქტორია. ბოსტნეული მდიდარია უჯრედისით, ვიტამინებითა და მინერალებით. ისინი გვიცავს დიაბეტისგან, გაცხიმოვნებისგან, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან… ნატუროპატმა ჰერბერტ შელტონმა ბოსტნეული 2 კატეგორიად დაყო: სახამებლიანი და უსახამებლო.

მნიშვნელოვანი განსხვავება სახამებლის შემცველობაშია, რომელიც გადამუშავების შემდეგ გლუკოზად იქცევა. ასევე სახამებელი რთული გადასამუშავებელია და ჩნდება შებერილბა, გულძმარვა, სიმძიმე. უსახამებლო ბოსტნეული გვეხმარება წონის კლებაში, სახამებლიანები კი – პირიქით. თუ გეგმავთ გონივრულად კვებას, უნდა შეარჩიოთ სასარგებლო ბოსტნეული.

სახამებლიანი ბოსტნეული

სახამებლიანი ბოსტნეული სასარგებლოა და სრულად არც უნდა გამოვრიცხოთ რაციონიდან. ისინი აუცილებელია ენერგიისა და თავის ტვინის ნორმალური მუშაობისთვის, კუნთების ჩამოყალიბებისთვის. მათი გადაჭარბება კი იწვევს ზედმეტ წონას. სახამებლიანი ბოსტნეულის სია:

  • თალგამი
  • სიმინდი
  • მშრალი პარკოსნები (სოიოს გარდა)
  • ბარდა
  • პატისონი
  • წაბლი
  • კარტოფილი
  • გოგრა (მრგვალი)
  • მცენარეთა ფესვები (ნიახური, პირშუშხა)
  • ტოპიანამბური
  • ბოლოკი

გამოიყენეთ ისინი მწვანე უსახამებლო ბოსტნეულთან ერთად, ცხიმებთან. არ შეურიოთ ხორცს, რძეს, თევზს, კვერცხს, შაქარს.

ზომიერად სახამებლიანი ბოსტნეული

ამ ჯგუფში შედის ბოსტნეულის მცირე რაოდენობა:

  • სტაფილო
  • ჭარხალი
  • ბადრიჯანი
  • ყაბაყი
  • სოიო

უსახამებლო ბოსტნეული

ეს ბოსტნეული წონის კლების ძირითადი საკვებია, ამიტომ მათი შერევა შეიძლება სახამებლიან და ცილოვან პროდუქტებთან. ხორცში შემავალი რკინა ყველაზე უკეთ შეითვისება მწვანე ბოსტნეულთან ერთად. ერთადერთი არასასურველი კავშირია რძე და მის საფუძველზე შექმნილი სოუსები.

  • ბროკოლი
  • ბრიუსელის კომბოსტო
  • მდოგვი
  • მწვანე ბარდა
  • ჩინური კომბოსტო
  • კოლრაბი
  • თეთრი კომბოსტო
  • წითელი კომბოსტო
  • სალათა
  • სატაცური
  • ზაფხულის გოგრა (მოგრძო)
  • ჭარხლის ფოთოლი და მანგოლდი
  • ხახვი (ბოლქვოვანი, მწვანე)
  • კიტრი
  • ბაბუაწვერას მწვანილი
  • ოხრახუში და სხვა მწვანილი
  • ბამბუკის ღივი
  • ნიახური
  • ტკბილი წიწაკა
  • ვარდკაჭკაჭა
  • ნიორი
  • ისპანახი
  • მჟაუნა

ერთადერთი ბოსტნეული, რომელიც არსად მოხვდა – პომიდორია. ის საერთოდ არ შეიცავს სახამებელს. მასში მჟავის უხვად შემცველობის გამო, არ უნდა მიირთვათ არანაირ სახამებლიან ბოსტნეულთან, სამაგიეროდ, მიირთვით მწვანე ბოსტნეულთან და ცხიმთან ერთად.

ადამიანთა უმრავლესობა ჯერ აგროვებს ზედმეტ კილოგრამებს, შემდეგ კი მკაცრ დიეტებზე ყოფნას იწყებს. თუმცა ჭარბი წონა ყოველთვის კვებას არ უკავშირდება, ყველაზე ხშირად, არასწორი წონის მიზეზი ჰორმონების დისბალანსია.

გაუზიარეთ ეს საინტერესო სტატია მეგობრებს!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: