მთავარი ჯანმრთელობა 3 სასმელი 40 წლის ქალებითვის, ჰორმონების დონე რომ არ აირიოს

3 სასმელი 40 წლის ქალებითვის, ჰორმონების დონე რომ არ აირიოს

by Keti

ქალები 40 წლის ზემოთ ხშირად აწყდებიან ენდოკრინული სისტემის პრობლემებს. იზრდება წონა, იმატებს აგზნებადობა, დაღლილობა. ამ დროს აუცილებელია ენდოკლინოლოგთან და გინეკოლოგთან კონსულტაცია.

გამოწერილი სააფთიაქო პრეპარატების მოქმედებას გააძლიერებს რეგულარული ვარჯიშები, გონივრული კვება, სადაც ჩართულია ფიტოესტროგენების შემცველი პროდუქტები. გთავაზობთ ჰორმონების დონის დასარეგულირებელ 3 სასმელს, ისინი ხელმისაწვდომი ინგრედიენტებისგან შედგება და გემოთიც სასიამოვნოა. ყოველდღიურად თუ დალევთ, თავს მალე მხნედ და ახალგაზრდულად იგრძნობთ.

სასმელი ქალებისთვის

1. ლიმონიანი წყალი

თბილი წყლისა და ლიმონის წვენის უბრალო ნარევი კარგად უმკლავდება დანაყრების გორმონის – ლეპტინის გამომუშავებას. ხშირი უმიზეზო შიმშილის გრძნობის წარმოქმნისას, ექიმები ურჩევენ დილით ან ძილის წინ ამ მარტივი სასმელის მიღებას: თბილ წყალში განაზავეთ ნახევარი ლიმონის წვენი. კუჭის მჟავიანობისას საჭიროა მდუღარე დაასხათ ლიმონის რამდენიმე ნაჭერს, დატოვოთ 2-3 წუთი და მიიღოთ ეს ნაყენი.

2. ჟოლოს ჩაი

მალინის ფოთლები ნამდვილი აღმოჩენაა ქალებისთვის. მათში შედის კომპონენები, რომლებიც საშვილოსნოს კედლებს აძლიერებს და აიოლებს მენსტრუაციის, მენოპაუზის პროცესს. ჩაის მოსამზადებლად 2 ს.კ. ჟოლოს ფოთოლს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე და დადგით 20 წთ. შემდეგ გადაწურეთ. არ მიიღოთ ჩაი ღამე, რადგან გამამხნევებელი ეფექტი აქვს.

3. რძე კურკუმათი

,,ოქროს რძე” – ავლენს საკვირველ თვისებებს ქალის ორგანიზმისთვის: ამაღლებს იმუნიტეტს, ებრძვის გაციებას, დეპრესიას, სტრესს და კარგად მოქმედებს ჰორმონულ ფონზე. სასმელი შედგება რძისა და კურკუმასგან. რეცეპტს იპოვით ჩვენს საიტზე. შეგიძლიათ დიეტის დროს ხემსის პერიოდში მიირთვათ ან ძილის წინ.

მიირთვით სასმელები ყოველდღე, თუ არ გაქვთ ალერგია ან უკუჩვენება, რომელიმე ინგრედიენტზე. თუ გაუზიარებთ ამ სტატიას თქვენს მეგობრებს, შესაძლოა, მსოფლიოში ერთით მეტი მხიარული და ჯანმრთელი ქალი გაჩნდეს!