მთავარი რჩევები როგორ გავწმინდოთ სწორად მწერისგან დამცავი ბადეები

როგორ გავწმინდოთ სწორად მწერისგან დამცავი ბადეები

by Keti

ნებისმიერი სახის დალაგების დროს საკვანძო საკითხს წარმოადგენს სათანადო სარეცხი საშუალებების შერჩევა. აღმოჩნდა, რომ მწერებისგან დამცავი ბადეების გასუფთავებისთვის საუკეთესოა ჭურჭლის სარეცხი საშუალებები.

ბადის წმენდა

1. ბადის გასაწმენდი სითხის მოსამზადებლად ჭურჭლის სარეცხი საშუალების 2 სუფრის კოვზი გახსენით 1 ლიტრ თბილ წყალში და აურიეთ ქაფის წარმოქმნამდე.

2. ბადის გასუფთავებამდე ის მოხსენით ფანჯრიდან.

3. ბადე ჩადეთ აბაზანაში ან საშხაპე კაბინაში, ის ცოტა დახარეთ და ქვეშ დაუფინეთ პირსახოცი, რომ არ ისრიალოს. დაფიქსირების შემდეგ ჯაგრისით წაუსვით მომზადებული ხსნარი და დატოვეთ 15 წუთი, რათა ძველი ჭუჭყი დალბეს.

4. შემდეგ ჯაგრისს არ დააწვეთ და ისე გაწმინდეთ ზედაპირი. ხსნარი კი წყლით ჩამორეცხეთ. არ მიუშვათ დიდი ნაკადი, რათა ბადე არ დაზიანდეს.

5. სანამ ბადეს კუთვნილ ადგილას დააბრუნებთ, კარგად გააშრეთ, თორემ მაშინვე მიეწებება ახალი ჭუჭყი.

ფართოდ გავრცელებულ შეცდომას ის წარმოადგენს, რომ მას იშვიათად წმენდენ, მაგალითად, ნახევარ წელიწადში ერთხელ. ეს ყოველთვიურად უნდა გააკეთოთ, რადგან მცირე ნაპრალებში მტვრის საცობები წარმოიქმნება, ეს კი ჰაერს ხელს უშლის, შემოაღწიოს ოთახში.

ბადის სპეციალური საფარველი რომ არ დაზიანდეს და დიდხანს გემსახუროთ, სწორად მიუდექით მის გასუფთავებას. გადადეთ გვერდზე აგრესიული სარეცხი საშუალებები და ძმარი. თუ მაინც გსურთ მკვეთრი სუნის ნივთიერებები, გამოიყენეთ ნიშადურის სპირტი.

უარი თქვით ღრუბლებისა და ჩვრების გამოყენებაზე, რათა მათი წვრილი ნაწილები უჯრედებში არ გაიჭედოს.

გაუზიარეთ სტატია მეგობრებს და მოგვიყევით კომენტარებში ბადეების რეცხვის რომელ საშუალებებს იყენებთ თქვენ!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: