მთავარი რჩევები დალაგების 12 სუპერ მეთოდი, რომლის შედეგად მთელი სახლი იბრწყინებს

დალაგების 12 სუპერ მეთოდი, რომლის შედეგად მთელი სახლი იბრწყინებს

by Keti

სახლის დალაგება არცთუ სასიამოვნო პროცესია, მაშინ, როცა უბრალოდ გინდა წამოწმე და უყურო საყვარელ ფილმს. თუმცა, საქმე საქმეა.

ჩვენ შევაგროვეთ რამდენიმე სასარგებლო მეთოდი, რომლებიც დალაგების მეთოდს გააიოლებს.

1. მბზინვარე ონკანები

დაასველეთ ქაღალდის ხელსახოცი ძმარში და შემოახვიეთ ონკანს 40 წუთი. შემდეგ დაიტანეთ ხელსახოცზე ცოტა საბავშვო ზეთი და ზედაპირი გააპრიალეთ.

2. ჟანგის იოლად მოშორება

აიღეთ ლიმონის ნაჭერი, ჩაყავით მარილში და წაუსვით ჟანგის ლაქებს. ყველაფერი გაქრება.

3. სავენტილაციო ჩარჩოებზე მტვრის მოცილება

თუ ჩარჩოს წაუსვამთ ცვილს, ეს შეამცირებს მტვრის დაგროვებას.

4. ქათქათა აბაზანა

აავსეთ ცხელი წყლით და გახსენით მათეთრებელის ორმაგი პორცია. გახეხეთ მთელი ღამე. დილით შედეგი აღგაფრთოვანებთ.

5. სუფთა გრანიტის ზედაპირი

შეურიეთ 2 ჭიქა წყალი, რამდენიმე წვეთი თხევადი საპონი და 50 მლ სპირტი. გაწმინდეთ გრანიტის ზედაპირები და დატკბით შედეგით.

6. სუფთა ფილა

საკვები სოდა ყველაზე შედეგიანია კაფელის ფილებისა და მისი ნაკერების გასასუფთავებლად.

7. ახალივით მიკროტალღური ღუმელი

წყლიან ჯამში ჩააგდეთ ლიმონის ნაჭერი, შედგით მიკროტალღურში და ჩართეთ 5 წთ. საოცრება დაგხვდებათ.

8. სუფთა გაზქურა

შეურიეთ წყალი, სოდა და წყალბადის ზეჟანგის რამდენიმე წვეთი. შესანიშნავია ძნელად ამოსაყვანი ლაქებისთვის. დატოვეთ პასტა 10 წუთით, შემდეგ გაწმინდეთ.

9. ხის და პლასტიკური დაფები

ხის დაფისთვის საკმარისია მისი ლიმონის ნაჭრით გაწმენდა. ეფექტი უმჯობესდება თუ დაფას წინასწარ მოაყრით მარილს. ძველი პლასტიკური დაფების გასაახლებლად კი ჩაალბეთ ისინი ქლორიან წყალში 1 სთ.

10. სუფთა ჟალუზები

თუ მაშებს სველ ნაჭერს შემოახვევთ, ასეთი იოლი მეთოდით გაწმენდთ ჟალუზებს.

11. არანაირი ლაქები ჭიქაზე

ციტრუსების დამარილებული კანი საუკეთესოდ აქრობს ყავისა და ჩაის ჩამჯდარ ლაქებს ნებისმიერი ჭიქიდან.

12. სუფთა ტაფები და ქვაბები

თუ ტაფას ძმართან ერთად წამოადუღებთ, შემდეგ კი სოდით გაწმენდთ, ის ახალივით გახდება.

არსებობს კიდევ ერთი მეთოდი: დააყარეთ ჭურჭელს მარილი და გახეხეთ მშრალი კარტოფილით. გარეცხეთ, გაამშრალეთ, ჩაასხით ცოტა ზეთი და დადგით ცეცხლოზე 30 წთ. შედეგი შესანიშნავია.

გამოიყენეთ ეს საჭირო რჩევები და მიხვდებით, რომ დალაგებაც შეიძლება იყოს მარტივი!