მთავარი კულინარია როგორ მოვამზადოთ კენკრის ტარტი. მთელი ოჯახი ამის გამო ველოდებით ხოლმე ზაფხულს.

როგორ მოვამზადოთ კენკრის ტარტი. მთელი ოჯახი ამის გამო ველოდებით ხოლმე ზაფხულს.

by Keti

არაფერი ამაღლებს ისე ემოციურ განწყობას, როგორც გემრიელი ნამცხვარი. დღეს მოგიმზადეთ ყველაზე გემრიელი კენკრის ტარტის რეცეპტი.

რაც მთავარია, ნამცხვრის მომზადებას სულ რაღაც 20 წუთი უნდა.

ინგრედიენტები

  • 400 გ კენკრა
  • 500 გ ფქვილი
  • 75 გ მარგარინი
  • 3 ცალი კვერცხი
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 300 გ შაქარი
  • 1/4 ჩ.კ. მარილი
  • 300 გ არაჟანი
  • ვანილი გემოვნებით

მომზადება

1. გარეცხეთ კენკრა და გადაწურეთ, რათა წყლისგან დაიცალოს.

2. შეურიეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, მარილი. დაამატეთ 200 გ შაქარი.

3. დაამატეთ რბილი კარაქი და 1 კვერცხის გული. მოზილეთ ცომი ხელით.

4. ახლა მოამზადეთ მოსასხმელი: შეურიეთ არაჟანში 1 ს.კ. ფქვილი, დარჩენილი შაქარი, კვერცხი და ვანილი. აურიეთ.

5. გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსამდე და დაიწყეთ ცომის გაბრტყელება. ის ცოტა მეტ ზომაზე უნდა გააბრტყელოთ, ვიდრე მისი ფორმის დიამეტრია.

6. წაუსვით საცხობ ფორმას კარაქი და მოაფრქვიეთ ფქვილი. გადაიტანეთ ცომი ფორმაში.

7. გაუკეთეთ რამდენიმე ნაჩხვლეტი ჩანგლით და შედგით ღუმელში 7-10 წუთი.

 

8. გამოიღეთ ნამცხვარი და დაალაგეთ მასზე კენკრა. ზემოდან მოასხით მოსასხმელი. შედგით ღუმელში კვლავ 10 წუთი. გამოიღეთ შემდეგ ნამცხვარი, გააციეთ ბოლომდე და რამდენიმე საათით შედგით მაცივარში.

შეხედეთ, რა სილამაზეა!

 

შეინახეთ ეს გემრიელი რეცეპტი, არ დაგეკარგოთ და გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. მათ ძალიან გაუხარდებათ!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: